1 9 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიას საჯარო განცხადებაზე

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia TA-ის  პასუხი კომუნიკაციების კომისიას, 2020 წლის 16 ოქტომბრის საჯარო განცხადებაზე საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით

 

მაგთიკომის განცხადება:

კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.

მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს,  რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნებოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.

ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. ამჯერად, (Deloitte-ის; BDO-ის და Kalba International, Inc.-ის; KPMG-ის და RSM-ის პასუხების შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანია Nexia TA-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.

 

Nexia TA-ის  პასუხი კომისიას:

 

დეტალურად შევაფასეთ რა „GNCC-ის პასუხი“, წინამდებარე დოკუმენტში მოცემულია რიგი საკითხები, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს ან მივიღეთ „კომისიის“ მიერ გამოტანილი დასკვნებისგან განსხვავებული დასკვნები. წინამდებარე დეტალური დოკუმენტი აჯგუფებს „კომისიის“ მიერ გაკეთებულ მტკიცებებს განხილვის საგნის მიხედვით და მოცემულია „კომისიის“ პოზიციისგან განსხვავებული პოზიციის შექმნის საფუძველი.

 

საერთო ჯამში, არსებობს 13 პუნქტი, რომლებზეც „კომისიის“ მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისგან განსხვავებული აზრი ჩამოგვიყალიბდა. „კომისიის“ მიერ მომზადებულ კითხვებზე 13 პუნქტიდან, სადაც „კომისიის“ თანახმად, საკონსულტაციო დოკუმენტები ამტკიცებს, რომ:

 

·                     6 ეხება საპასუხო კითხვა # 1–ს:

ფასის თვალსაზრისით, საქართველოს მობილური კომუნიკაციების ბაზარი საკმაოდ ხელმისაწვდომია.

 

·                     4 ეხება საპასუხო კითხვა #2-ს, რომელთაგან ერთი გაერთიანებულია კითხვა #3- თან: ამტკიცებს, რომ მარეგულირებელი ჩარჩო ”არასწორად” განისაზღვრა.

 

·                     1 ეხება საპასუხო კითხვა #3-ს, რომელთაგან ერთი გაერთიანებულია კითხვა #2- თან: „კომისიამ“ არასწორად გამოიყენა ე.წ. სამი კრიტერიუმის ტესტი.

 

·                     1 ეხება საპასუხო კითხვა #5-ს:

”კომისიის“ გადაწყვეტილება არ განიხილავს ფინანსურ და საბაზრო რისკებს, ოპერაციულ და მომსახურების ხარისხის რისკებს, აგრეთვე მაკროეკონომიკურ ფაქტორებს.

 

·                     1 ეხება საპასუხო კითხვა #7-ს:

მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური რისკები და სავარაუდო "საფრთხეები".

 

განსხვავებული მოსაზრებები შეჯამებულია დოკუმენტში მოცემულ ცხრილებში.

ბაზრის მონაცემების და არსებული ვითარების კვლევა წარმოადგენს ჩვენი დასკვნის საფუძველს, რომ MVNO–ების არსებობა არ წარმოადგენს აუცილებლობას კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, რადგან ბაზარი ისედაც უკვე კონკურენტუნარიანია და MVNO–ს რეგულირების ნებისმიერი სარგებელი, როგორც ჩანს მინიმალური იქნება.

 

 Nexia TA-ის  სრული პასუხი ქართულ ენაზე - https://www.magticom.ge/files/nexiata-ka.pdf

 Nexia TA-ის   სრული პასუხი ინგლისურ ენაზე - https://www.magticom.ge/files/nexiata-en.pdf


სტატია მაგთიკომის ვებ გვერდზე - https://www.magticom.ge/ka/nexiata

სტატია მაგთიკომის Facebook გვერდზე - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3791060157571360/?type=3&theater

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...