,,Zero, ნuლი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს"- კა...
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
|
კორონავირუსით ინფიცირებულთა მართვის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების დამამთავრებელი კურსების გადამზადებული სტუდენტები და მოხალისე ექიმები ერთვებიან, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.
გარდა იმისა, რომ ვირუსთან ბრძოლის პროცესში სამედიცინო ფაკულტეტების გადამზადებული უფროსკურსელები სხვადასხვა ფორმით უკვე ჩართული არიან, ასევე მაღალი ინტერესია მოხალისე სტუდენტების მხრიდან, რომლებიც როგორც ჯანდაცვის უწყებას, ისე განათლების სამინისტროს მიმართავენ. შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინაციით, იქმნება მოხალისეთა ბაზა, რომელიც როგორც გადამზადებულ სტუდენტებს, ასევე პენსიონერ ექიმებს აერთიანებს. ისინი ნაწილდებიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული ინფიცირების შემთხვევების მართვაში ჯანდაცვის სამინისტროს ფარგლებში მოქმედი ონლაინკლინიკების მეშვეობით. ასევე, დამატებით მიმდინარეობს ყველა იმ სხვა პროფილის ექიმების მობილიზება, რომლებიც შესაბამის უნარ-ჩვევებს ფლობენ და პაციენტების მართვა შეუძლიათ. საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილებას. ამისთვის აუცილებელია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია. აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გამოსავალი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება, არის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მკურნალობა ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით. ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ, გადავიდნენ კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს პანდემიის კუთხით გლობალურად არსებული ვითარება, რომელიც უარესდება. გასული 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ 600 000-ს გადააჭარბა, ხოლო ჯამური რიცხვი 49 მილიონს აღემატება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აღინიშნა, რომ ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის პირობებში, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პრევენცია მსოფლიოში ყველა ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტია.
ამასთან, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით და საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, დედაქალაქის მერია დღეიდან თბილისის მეტროპოლიტენში სპეციალურ ღონისძიებებს ახორციელებს. გადატვირთული მეტროსადგურების შესასვლელებში, პიკის საათებში, მგზავრთა ნაკადის კონტროლი რიგების მართვის მეშვეობით მოხდება, რათა შეძლებისდაგვარად შეეშალოს ხელი ვირუსის შესაძლო გავრცელებას. ამ ეტაპზე, აღნიშნული ღონისძიებები "ვარკეთილის", "ახმეტელის თეატრის", "დიდუბისა" და "სადგურის მოედნის" მეტროსადგურებზე განხორციელდება.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
დედაქალაქის მერისთვის ევროპარლამენტარების შეფასებები მისაღები არ არის. როგორც კახა კალაძე განმარტავს მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. „რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, ...
"ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმო...
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხა...
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ...
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. „ვფი...
კომენტარები