Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.
მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს, რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნეობოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.
ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია - აუდიტორული კომპანიის Deloitte-ის პასუხი კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.
Deloitte-ის პასუხი კომისიას
· ჩვენ სიღრმისეულად შევისწავლეთ საქართველოს მობილური ბაზარი - ჩვენი ანალიზი და შეფასება გამყარებულია მონაცემებითა და ფაქტებით.
· არსებობს ცალსახა მტკიცებულება, რომ მობილური მომსახურების ფასები საქართველოში ხელმისაწვდომია და ზოგადად საცალო სეგმენტის ბაზარი კარგად მუშაობს - მიგვაჩნია, რომ ბაზარზე საკმარისად დაბალი ფასების და მომხმარებლებისთვის არჩევანის მიცემის შესაძლებლობის შედეგია დაბალი პორტაბელურობა.
· ჩვენ ვხედავთ მომსახურების დიფერენცირებას (განსხვავებული ხარისხი, დაფარვა, ფასი) საქართველოს ბაზარზე, როგორც ბაზრის სტრუქტურულ კომპონენტს. ამიტომ, ფასების ანალიზის ნებისმიერი მეთოდოლოგია, რომელიც არ ითვალისწინებს მომსახურების ხარისხს და დაფარვის დონეს ან გამორიცხავს VEON-ის სერვისებს, ჩვენი აზრით, არ ასახავს საქართველოს ბაზრის რეალობას.
· საქართველოს ბაზარი არ შემოიფარგლება მხოლოდ მობილური ხმოვანი მომსახურებით. ანალიზი, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ამ ქვე-სეგმენტზე, ჩვენი აზრით, არ შეიძლება, გავრცელდეს და განზოგადდეს საქართველოს მთლიან მობილურ ბაზარზე.
· გარდა ამისა, COVID-მა უარყოფითი გავლენა მოახდინა მობილური სერვისის პროვაიდერებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რამდენადაც მომხმარებლებს შეეზღუდათ გადაადგილების შესაძლებლობა და შემცირდა გადახდისუნარიანობა. აღნიშნული ფაქტორი ანალოგიურ გავლენას იქონიებს MVNO–ებზეც და ინვესტორებმა, რომლებიც ახალი ვირტუალური ოპერატორების დაფინანსებას გეგმავენ უნდა გაითვალისწინონ COVID-ით გამოწვეული დამატებითი რისკები.
· დაბოლოს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაძლოა არასწორად წაიკითხა ან არასწორად აღიქვა ჩვენი ზოგიერთი განცხადება ან მოსაზრება. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ განვმარტავთ მათ აღნიშნულ დოკუმენტში.
Deloitte-ის სრული პასუხი იხილეთ აქ
Web - https://www.magticom.ge/ka/deloitte
Facebook - https://www.facebook.com/Magti/photos/a.256287627715315/3774097835934259/?type=3&theater
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
კომენტარები