1 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა CSR –ის ახალი ვებგვერდი და 100 გამორჩეული პასუხისმგებლობის პროექტი წარადგინა

2 ნოემბერი, 2020- საქართველოს ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. საზოგადოებისთვის ანგარიშის მიწოდებისა და გამჭვირვალობის მიზნით, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს, სფეროს და ადგილს გაუწიოს მხარდაჭერა საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებაში,  ბანკმა ახალი ვებგვერდი წარადგინა, სადაც 100 გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია თავმოყრილი. 

ინტერაქციული ვებგვერდი გამოირჩევა მრავალფეროვნებით. ის ერთ სივრცეში აერთიანებს 100 განსხვავებულ პროექტს უნიკალური მიმართულებებით, როგორიცაა: განათლების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, შშმ პირების მხარდაჭერა, სოციალური მეწარმეობის, როგორც ერთერთი ბიზნეს მოდელის, პოპულარიზაცია და განვითარება, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირება, დასაქმება  და სხვა.

იმისთვის, რომ სოციალური პრობლემების გადაჭრა სამაგალითო იყოს, მეტმა ადამიანმა შეძლოს განათლების მიღება სწორედ იქ, სადაც მას უნდა, იმისთვის, რომ სოციალური მეწარმეობა ბიზნესის განუყოფელი ნაწილი გახდეს და განვითარების მოტივაცია არასდროს ჩაქრეს, საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს CSR მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას.

“მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ახალი ვებგვერდი სადაც 100 უნიკალურ სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს მოვუყარეთ თავი. სოციალურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლება, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნა, განათლების ხელშეწყობა, ბიზნესის მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა ასევე, მეტი ადამიანის, სფეროს თუ ადგილის განვითარება - ეს სწორედ ის მიმართულებებია, რომლის მხარდაჭერასაც ბანკი წლებია ახორციელებს. ამის პარალელურად ჩვენ ვაგრძელებთ ახალი გზების ძიებას იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა ირწმუნოს საკუთარი ძალებისა და წარმატების. მთავარია დავიჯეროთ რომ განვითარების გზა სულ არის და არ გავჩერდეთ ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს მითითებულ ბმულზე: https://csr.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...