1 9 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ფინანსურ დირექტორად გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა

თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილედ და ფინანსურ დირექტორად  2020 წლის 28 ოქტომბრიდან გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა.

გიორგი მეგრელიშვილი თიბისის ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 2020 წლის მარტში შემოუერთდა.  გიორგის აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტისა და რისკების შესაბამისობაში.

ის მუშაობდა ჰოლანდიაში Natwest Markets NV- ში, კაპიტალის რისკისა და სტრესის ტესტირების ხელმძღვანელად. მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში, Barclays Bank PLC- ში, სადაც ხაზინისა და ფინანსების სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. გიორგიმ წარჩინებით დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, სადაც  ბიზნესის სკოლაში MBA– ის ხარისხი მიიღო.

გიორგი მეგრელიშვილის დანიშვნის შემდეგ, გიორგი შაგიძე გადადგა მის მიერ დაკავებული თანამდებობებიდან, როგორც ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი. თუმცა ის თიბისიში დარჩება წლის ბოლომდე მრჩევლის როლში, რათა უზრუნველყოს საქმის შეუფერხებელი გადაბარება.

გიორგი მეგრელიშვილს ვულოცავ ახალ როლს და წარმატება ვუსურვებ  ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. გიორგის აქვს ძალიან ღირებული ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ნაყოფიერად გამოიყენებს ამ ახალ პოზიციაზე. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი შაგიძეს 10 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო თავის სამომავლო საქმიანობაში,“ - განაცხადა თიბისის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...