1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩა

ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის მსურველ ბიზნესებს ვადა ჯერ კიდევ აქვთ. წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეხუთე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა. 

წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივოვებებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა მომხმარებელს.   

ამ დროისთვის დარეგისტრირებული კომპანიები, ნომინაციების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

 

·         46% - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის

·         12% - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

·         10% - საუკეთესო ინოვაციებისთვის

·         17% - საუკეთესო სტარტაპისთვის

·         14% - ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

 

განსაკუთრებული სიახლე ელოდება ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“  გამარჯვებულს. ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ია, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.

წელს სიახლეა ჟიურის მხრივაც, გამარჯვებულებს ბიზნეს სფეროში მომუშავე  ადამიანებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.  

პრიზები წელსაც უცვლელია. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს:

1.      ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი.

ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში.

2.      ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია.

ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

3.      პროგრამული უზრუნველყოფა

ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.

მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge. რეგისტრაცია 28 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...