Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
21 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი მომხმარებლის წახალისებას ინოვაციური და საინტერესო შეთავაზებებით განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Mastercard-თან ერთად, სტუდენტური სემესტრის ფარგლებში, სტუდენტებს ვოლტის სპეცშეთავაზება მოუმზადა. დღეიდან, ვოლტის აპლიკაციით შეკვეთისას, Student Card-ის მფლობელები შეძლებენ დახარჯული თანხის 20% საკუთარ ანგარიშზე დაიბრუნონ.
აქციის ფარგლებში Student Card-ის მფლობელებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ 1-წლიანი ულიმიტო მიტანის სერვისი საჩუქრად. ამისთვის საჭიროა 1 კვირის განმავლობაში ვოლტითა და სტუდენტური Mastercard ბარათით ყველაზე მეტი შეკვეთა განახორციელონ და შედეგად, კვირაში 5, ხოლო კამპანიის ფარგლებში კი 20 გამარჯვებულ სტუდენტს შორის მოხვდნენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელს მათ სურველებსა და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისები თუ პროდუქტები შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ შეიქმნა ერთობლივი აქცია სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის, Mastercard-ისა და ვოლტის მხარდაჭერით. ამიერიდან, Student Card-ის მომხმარებლებს შეეძლებათ ვოლტის აპლიკაციაზე ნებისმიერი შენაძენის 20% უკან დაიბრუნონ. მადლობას ვუხდით ვოლტს და Mastercard-ს, რომლის ხელშეწყობითაც აქცია უფრო მასშტაბური გახდა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით სტუდენტებს მათთვის საინტერესო აქცია შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია უკონტაქტო გადახდის მეშვეობით მომხმარებელს კიდევ უფრო უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული გამოცდილება შევუქმნათ. ჩვენ ვცდილობთ Mastercard-ის ბარათის მფლობელებს მუდმივად განახლებული და საინტერესო პირობები სწორედ მათ სურვილებზე მორგებულ ფორმატში წარვუდგინოთ“, - განმარტავენ Mastercard-ში.
აქცია ერთი თვის განმავლობაში, 21 ნოემბრამდე იქნება ძალაში.
ინფორმაცია Mastercard-ის შესახებ:
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210-ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (http://newsroom.mastercard.com)
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
კომენტარები