2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია სოკარმა ლაგოდეხის სოფელ კაბალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

20 ოქტომბერს, 11:00 საათზე კომპანია სოკარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალაში საბავშვო ბაღის მშებლობა დაიწყო.  პროექტის დაწყების აღსანიშნავად კაფსულის ჩაგდების ცერემონია გაიმართა. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სოკარის პრეზიდენტმა, ბატონმა როვნაგ აბდულაევმა, სოკარის ინვესტიციების მართვის სამსახურის უფროსმა - ვაგიფ ალიევმა, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა - ირაკლი შიოშვილმა, ლაგოდეხის მერმა - ჯონდო მდივნიშვილმა, ლაგოდეხის მაჟორიტარმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.  

საბავშვო ბაღი გათვლილია 100 ბავშვზე. გარდა 4 საკლასო ოთახისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა მოიცავს ბუფეტს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის, ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და სანიტარული ფართები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. საბავშვო ბაღის ჯამური ფართი 1242 კვადრატული მეტრია. ბაღის ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ღია სათამაშო მოედანი.  

პროექტის ღირებულება 2,720,000 ლარია.  მშენებლობა 8 თვეს გასტანს და სოკარ ენერჯი ჯორჯიას მიერ საბავშვო ბაღი  სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...