2 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

World Travel Award-ის დაჯილდოებაზე კურორტი საირმე წარადგინეს

World Travel Award-ის დაჯილდოების რიგით 27 ცერემონიალზე, კურორტი „საირმე“ ნომინაციაში „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“ წარსდგა. ბალნეოლოგიური სასტუმრო კომპლექსი,  რომელსაც არსებობის საუკუნოვანი ისტორია გააჩნია გამარჯვებისთვის ემზადება. 

World Travel Award–ის დაჯილდოება 1993 წლიდან იმართება და მისი მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაში მოქმედი: სასტუმროების, კურორტების და ტურისტული სააგენტოების აღმოჩენა. ნომინაცია - "საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“, წელს პირველად შეიქმნა. 

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა ასეთ მნიშვნელოვან დაჯილდოებაზე წარდგენა და მსოფლიოს წამყვან საკურორტო თუ სასტუმრო კომპლექსების გვერდით წარმოჩენა. „საირმე“ გახლავთ დიდი კულტურის და ტრადიციის მქონე კურორტი, ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან იგი ცნობილი გახლდათ მისი უნიკალური წყლებით. ყოველწლიურად კურორტს ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ საირმეს. სწორედ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა გვაძლევს გამარჯვების იმედს“ - აცხადებს კურორტ „საირმეს“ გენერალური მენეჯერი ბაჩანა შელია.  

კურორტი „საირმე“ მდებარეობს სუბტროპიკული სარტყელის მთიან ზონაში, ზღვის დონიდან 950 მ-ზე. „საირმე“ ევროპის ყველაზე დიდი კურორტია, მისი მწვანე საფარი შეადგენს 60 ჰექტარს და არის ერთადერთი კურორტი, სადაც 4 სხვადასხვა სამკურნალო თვისების და 1 თერმული წყარო ამოედინება. 2018 წელს კურორტ "საირმეს" რეაბილიტაციის შემდეგ, კომპლექსში წარმოდგენილია 3 სასტუმრო, 342 ნომრით, რაც 1000-მდე სტუმრის ერთდროულად განთავსების შესაძლებლობას იძლევა. გასულ წელს „საირმეს“ ლანდშაფტის მოდერნიზება განხორციელდა, ჩატარდა მნიშვნელოვანი სამუშაოები სარეკრეაციო და საკვები ობიექტების მოსაწყობად. 

თუ გსურთ თქვენც გამოხატოთ თანადგომა, ესტუმრეთ ბმულს htps://bit.ly/3iDBZvq და ხმა მიეცით უნიკალურ კურორტ „საირმეს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...