2 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი მოსწავლეებს ახალ სასწავლო სივრცეებს სთავაზობს

16 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. მიმდინარე სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად ბანკი მოსწავლეებს ახალ, საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქიურ სასწავლო სივრცეებს- იდეათეკებს „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში სთავაზობს. პროექტის მიზანია, დისტანციური სწავლება კიდევ უფრო საინტერესო  და ინტერაქციული გახადოს. 

პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 საჯარო სკოლაში (ფოთი, თბილისი, დიცი და ხურვალეთი) სრულად აღიჭურვა იდეათეკები. მიუხედავად გამოწვევებისა, საქართველოს ბანკმა შეძლო არაფორმალური განათლებისთვის მისი ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი  სივრცეები დისტანციურ რეჟიმში ფუნქციურად კიდევ უფრო მეტად დაეტვირთა.   

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით და სკოლების ადმინისტრაციების დახმარებით, იდეათეკები უკვე აქტიურ რეჟიმში ფუნქციონირებენ. არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ბანკი  პროექტის პარტნიორებთან ერთად მოსწავლეებს იდეათეკებიდან ონლაინ გაკვეთილებს სთავაზობს, რომელიც საგნების მიხედვით უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსით. ასევე, მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერები ონლაინ შეხვედრებს იდეათეკებიდან გაუძღვებიან. 

გარდა ამისა, მაღალი კლასის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, უსაფრთხოების წესების დაცვით, 5 კაციან ჯგუფებად შეიკრიბონ სივრცეებში და იმუშაონ კონკრეტულ პროექტებზე, რომელსაც დანარჩენ კლასელებს ონლაინ ფორმატში წარუდგენენ. დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის კი გაიმართება ონლაინ ლიტერატურული კითხვის დღე, რომლის ფარგლებშიც ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებლები იდეათეკების სივრციდან ჩაერთვებიან მოსწავლეების გაერთიანებულ ჯგუფებს და წაიკითხავენ წიგნებს. 

„მოხარული ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების განათლებასა და განვითარებაში. პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით ჩვენ დავინახეთ შესაძლებლობა, თუ როგორ გამოგვეყენებინა არსებული სივრცე და რესურსები დისტანციურად და მოხარული ვართ, მოსწავლეებს წარვუდგინეთ ახალი სასწავლო სივრცე იდეათეკების სახით. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. განათლების მხარდაჭერა ჩვენთვის ერთ-ერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება.“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...