2 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქობულეთში ბოსტნეულის მეურნეობა გაფართოვდა

15 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქობულეთის სოფელ დაბა ოჩხამურში ბოსტნეულის  მეურნეობა გაფართოვდა. 11 ჰა მიწის ნაკვეთზე მეწარმეს უკვე მოჰყავს 240 ტონა პომიდორი. პროქტი გამორჩულია იმით, რომ კომპანია „პანგეას“ პომიდვრის უნიკალური, "ტომსკის" ჯიშის, ბიო პროდუქტი მოჰყავს, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ადგილობრივ ბაზარზე,  მაღაზიებსა თუ  კერძო პირებზე, ასევე გააქვს ექსპორტზე. 

პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 240,000 ლარი გამოყო, რაც წყლის რეზერვუარისა  და სარწყავი სისტემის დასამონტაჟებლად, ასევე მიწის დასამუშავებლად და სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად დაიხარჯა. სს „პანგეა“ სამომავლოდ სათბურის მოწყობასაც გეგმავს. სს „პანგეა“ 30 ადამიანს ასაქმებს. 

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას. მოხარული ვართ რომ მოგვეცა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ შევიტანოთ ჩვენი წვლილი ისეთ პროექტში, რომელიც აგროსექტორის განვითარებას უწყობს ხელს.  ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთში, კერძოდ დაბა ოჩხამურში ბოსტნეულის მეურნეობა გაფართოვდა. ამჟამად მიმდინარეობს პომიდვრის ჯიშების გამოყვანა და მოყვანილი პროდუქტი ექსპორტზე გატანა. ვფიქრობთ, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს აგრომეურნეობის განვითარებას, მოტივაციას აძლევს ფერმერებს, განავითარონ ადგილობრივი წარმოება, ასევე, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. საქართველოს ბანკი ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი რეგიონის განვითარებისთვის სასარგებლო პროექტებს“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...