2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში სათბურები აშენდა

13 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ამჯერად აბაშის რაიონის სოფელ, გაღმა ზანათში სამი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სათბური აშენდება.  აღნიშნული სამი სათბურიდან ერთ სათბურში საშუალოდ 4000 ძირი მარწყვი გაშენდება.

წლის განმავლობაში საშუალოდ 2400 კგ მარწყვის მოსავალს ელოდებიან. მისი რეალიზაცია ბათუმსა და თბილისში მოხდება. დანარჩენ ორ სათბურში გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე მეწარმე კიტრისა და პომიდვრის მოყვანას გეგმავს.  800 ძირი ბოსტნეულისგან  2000 კგ კიტრისა და ამდენივე პომიდვრის მოსავალს ელოდებიან. პროდუქტის რეალიზაცია სამტრედიაში, აბაშაში და ზუგდიდში მოხდება. ზამთრის სეზონზე ორ სათბურში მეწარმე  400 კგ სალათის ფურცლის მოყვანას გეგმავს, რომლის რეალიზაციაც ბათუმსა და თბილისში მოხდება.  პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 30,500 ლარის ინვესტიცია გამოყო. სათბურების მშენებლობა დასრულებულია, მიმდინარე წლის ნოემბრიდან სათბური სრული დატვირთვით ამუშავდება.  პროექტის ფარგლებში 6 ადამიანია  დასაქმებული.   

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აბაშაში სამი თანამედროვე სტანდარტის სათბური აშენდა. მსგავსი პროექტების განხორციელებაში წვლილის შეტანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ინიციატივების ხელშეწყობით შევძლებთ როგორც მცირე ბიზნესების, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარებას. ამასთან, ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...