2 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

12 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი აგროსექტორის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის და  კოოპერატივი „ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატი“ -ს თანამშრომლობით ქალაქ ქობულეთის დაბა ოჩხამურში 1,5 ჰა-ზე მოცვის კიდევ ერთი პლანტაცია გაშენდა.  პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 160,000 ლარის ოდენობის ინვესტიცია გამოყო. ფინანსური რესურსი მოხმარდა შენობის კეთილმოწყობას, წყლის სისტემის მოწესრიგებასა და მიწის დამუშავებას. ასევე, ბიზნესის მხარდაჭერისთვის, სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად,  ბანკის მხრიდან 20 000 ლარი გამოიყო.  კომბინატს 9-10 ტონამდე მოსავალი მოჰყავს. შავი მოცვი რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 ლარია. 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის და „კოოპერატივი ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატი“ -ს პარტნიორობით ქალაქ ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესების წახალისება და სწორედ იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“, -განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...