2 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სულ სამჯერ იმშობიარა და ერთი ცოცხალი შვილი ჰყავს” - დეტალები კოვიდინფიცირებულ ქალზე, რომელმაც ნაყოფი დაკარგა

როგორც ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორმა განუცხადა, მიმდინარეობს კვლევა ბავშვის გარდაცვლალების მიზეზების დასადგენად. ნუგზარ პაპავას თქმით, უცნობია, რამდენად შეიძლება ყოფილიყო კორონავირუსი ნაყოფის დაკარგვის მიზეზი. 

"მუცლადყოფნის დროს გულისცემა შეწყდა ნაყოფის და დაჩქარებული წესით ვამშობიარეთ ქალბატონი. სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება გარდაცვლილს. ჩატარდება პლაცენტისა და ჭიპლარის კვლევა. ბავშვი 26 კვირის იყო. კოვიდინფიცირებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ფასდებოდა მძიმედ. პაციენტი შემოვიდა პირველ ოქტომბერს, ორი დღის განმავლობაში ჰქონდა ცხელება, შემდეგ ცხელებაც აღარ ჰქონია და ნორმალურად გრძნობდა თავს. მას ანამნეზში აღენიშნება დაავადება, რაც საყურადღებო იყო, მაგრამ თავად არ აღმოჩნდა გამოკვლეული ამ კუთხით. სულ სამჯერ იმშობიარა და ერთი ცოცხალი შვილი ჰყავს, რადგან ერთი 41 კვირის ნაყოფი ადრეც დაკარგა. მეორე შემთხვევა ახლა მოხდა. მშობელი ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს, თუმცა მორალურად არის გულგატეხილი. ჩვენ მოვიწვიეთ კონსილიუმი მის საკითხზე და ექიმებმა მისცეს რეკომენდაცია, რომ შემდეგი ორსულობა მისი დაავადების მკურნალობის შემდეგ, ექიმების მეთვალყურეობით წარიმართოს ",- განაცხადა ნუგზარ პაპავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები