2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლუდი „ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“ შეზღუდული სერია საერთაშორისო კონკურსებზეა წარდგენილი

“წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) და „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“ (World Beverage Innovation Awards 2020)  ის საერთაშორისო კონკურსებია, რომლებშიც „ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“სერია იღებს მონაწილეობას.

„ეფეს საქართველომ“  მისი წამყვანი ლუდის ბრენდის „ნატახტრის“ ახალი სერია წარმოადგინა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება. ახალი სერიის შეფუთვა თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მაჭავარიანის, ხელით გაცოცხლებული  „ვეფხისტყაოსნის“ სცენებითაა შემკული.

 

პროექტი  დავით მაჭავარიანთან ერთად დაიწყო, ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე. წიგნი 2019 წელს გამოქვეყნდა და

ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა. ამჯერად, ამ ულამაზესი ნამუშევრის 4 მნიშვნელოვანი სცენის ხილვა შესაძლებელი იქნება მაღაზიის თაროებზე „ნატახტრის“ შეფუთვების საშუალებით, შეზღუდული დროით.

 

თანასწორობა, მეგობრობა,  სიყვარული, სიკეთე - ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით გადმოცემულია 4 სხვადასხვა შეფუთვაზე, რომელიც უკვე გაყიდვაშია.

 

„ჩვენ ვამაყობთ  რომ ჩვენი საყვარელი პროექტი წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო კონკურსებზე და „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე ილუსტრაციებით გაფორმებულ „ნატახტრის“ქილას მსოფლიოს ცნობილი ბრენდების გვერდით ვიხილავთ. ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციაში, მომხმარებლის საჭიროებებსა და, ასევე, ქართულ კულტურაში. - განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კომერციულმა დირექტორმა ალფან აკპეჩემ.   

 

“ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ შეფუთვას, როგორც საინფორმაციო მატარებელს, რათა გავახსენოთ ის, რაც მუდმივია და რაზეც საუბარი დაგვავიწყდა, ან გვერიდება, ან არ გვინდა საუბარი. ამ პროექტზე „ეფეს საქართველოს“ გუნდი 2019 წლიდან ვმუშაობთ და საკმაოდ კომპლექსური იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომითა და დავით მაჭავარიანის უდიდესი ჩართულობით „საყვარელი“ პროექტი ჩაეშვა, რომლითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ და დიდი იმედი გვაქვს, თქვენც მოგეწონებათ,“ - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...