2 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ვენახი გაშენდა

5 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით გორში, სოფელ ტყვიავში ვენახი გაშენდა.   სარწყავ-საირიგაციო სისტემა კი წვეთოვანი გაყვანილობით აღიჭურვა. კომპანია „ალექსანდრე ვენახმა“ 14.7 ჰა-ს ტერიტორიაზე, 50 000 ძირი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიში- „შავკაპიტო“  12.3 ჰა- ზე გააშენა.  ამჟამად ვაზის ზრდის პროცესი მიმდინარეობს, 2021 წელს კი პირველი რთველი გაიმართება. მეწარმე სამომავლოდ როგორც ბოთლის, ასევე ქვევრის ღვინის წარმოებას გეგმავს. მოსავლის აღების პირველივე  წელს 50 000 ცალი ბოთლის ღვინის ჩამოსხმა იქნება შესაძლებელი. კომპანია წარმოებული ღვინის 90%-ის რეალიზაციას ექსპორტზე, კერძოდ კი ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 600,000 ლარს შეადგენს. ვენახის გაშენებისთვის საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 75,000 ლარს შადგენს.  ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დასაქმებულია 15-20 ადამიანი. პროექტის ფარგლებში კი ჯამურად 50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.  

„საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ არ ვჩერდებით, და ვაგრძელებთ ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას. “ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...