2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს

2 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესების გაძლიერებაზე ორიენტირებული ბანკი მათ მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით „შპს ზიგი“ საქმიანობას აფართოვებს. კომპანია ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და ოფიციალურ წარმომადგენლობას უწევს ისეთ პრემიუმ კლასის ტექნიკის ბრენდებს, როგორიცაა LIEBHERR; MIELE; K- Array; ELIKA; SUB -ZERO 

კომპანიის მხარდასაჭერად ბანკის მხრიდან 240,000 ევროს მოცულობის დაფინანსება გამოიყო, რაც ბიზნესის განსავითარებლად უძრავი ქონების შეძენას და რემონტს მოხმარდა. ობიექტი ამჟამად 6 ადამიანს ასაქმებს. კომპანია მომხმარებელს ტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. მაღაზიაში 25 სხვადასხვა მოდელის ტექნიკის შეძენაა შესაძლებელი. „შპს ზიგში“ წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის პროდუქცია როგორიცაა: საოჯახო ტექნიკა და  მაცივრები, საყინულეები, ღვინის კარადები, სამედიცინო მაცივრები, ხმის სისტემები და ა.შ. 

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ „შპს ზიგს“ საქმიანობის გაფართოებაში. კომპანია 2015 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქართულ ბაზარზე პრემიუმ კლასის ტექნიკის მიწოდებაში და ოფიციალურ წარმომადგენლობას უწევს მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ჩართულობით „შპს ზიგი“ კიდევ უფრო ვითარდება. ბიზნესების მხარდაჭერა და მათ განვითარებაში წვლილის შეტანა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. 

ინფორმაციისთვის, „ლიბჰერი“ და „მილე“ გერმანული საოჯახო პრემიუმ კლასის ბრენდებია. „ლიბჰერი“ ბაზარზე უკვე 71 წელია წარმოდგენილია, „მილე“ კი  121. ბრენდების მთავარ მიზანს მომხმარებლისთვის მუდმივად განახლებული, ინოვაციური და ხარისხიანი, გერმანიაში აწყობილი პროდუქციის მიწოდება წარმოადგენს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...