2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახმეტაში უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა

29 სექტემბერი, 2020- საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახმეტაში, კერძოდ სოფელ ომალოში, უალკოჰოლო ლუდის მინი საწარმო აშენდა. კომპანია დღიურად 100 ლიტრ ლუდს აწარმოებს და მის რეალიზაციას ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე  ახდენს.  სამომავლოდ საწარმო ხილის გადამუშავებას და ახალი ასორტიმენტის შეთავაზებას აპირებს მომხმარებლისთვის. ისეთის როგორიცაა, ვაშლის ლუდი, კუნელის ლუდი და ასე შემდეგ. 

ამ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 000 ლარია, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში საქართველოს ბანკის თანამონაწილეობა 40 000 ლარს შეადგენს. კომპანია აქტიურ რეჟიმში აწარმოებს უალკოჰოლო ლუდს და პროდუქციას ყიდის თბილისში, რუსთავში, მარნეულში, თელავსა და გურჯაანში.  კომპანია გაყიდვების ზრდას და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმებას ელის. ამ ეტაპზე კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული. 

„საქართველოს ბანკი  ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად აგრძელებს  ახალი პროექტების წახალისებას. მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა შეგვეტანა წვლილი ადგილობრივი წარმოების, კერძოდ უალკოჰოლო ლუდის საწარმოს მშენებლობის განხორციელებაში. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტები დაეხმარება რეგიონის ეკონომიკას და დადებით გავლენას მოახდენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ საწარმოს სამომავლო საქმიანობაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...