2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გალტ & თაგარტი მომხმარებელს განახლებულ „G&T Trader”-ის ვებგვერდს სთავაზობს

23 სექტემბერი, 2020- სს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა მომხმარებელს მასზე მორგებული და დახვეწილი „G&T Trader“-ის ვებგვერდის  განახლებული ვერსია შესთავა. 

განახლებული ვებგვერდის მეშვეობით, „G&T Trader“-ის პლატფორმა მომხმარებელს 35,000-ზე მეტ საინვესტიციო ინსტრუმენტთან წვდომას აძლევს. პლატფორმის ინტუიტიური ინტერფეისი მომხმარებელს ჰარმონიზებული ნავიგაციის მეშვეობით აძლევს შესაძლებლობას, იყიდოს, შეინახოს და გაყიდოს ფასიანი ქაღალდები. მოქნილი ონლაინ სივრცე სხვადასხვა მოწყობილობებიდან (როგორიცაა სტაციონალური კომპიუტერი, ლეპტოპი, ტაბლეტი თუ მობილური ტელეფონი) შეუფერხებელ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.  ასევე, განახლებული ვებგვერდის მეშვეობით გამოცდილ ტრეიდერებს  ექნებათ წვდომა „G&T TraderPro“-სთანაც -  პროფესიონალური დონის, მულტიეკრანულ სავაჭრო პლატფორმასთან, რომელიც სრულად პასუხობს მომხმარებლის საჭიროებებს. 

მომხმარებელზე მორგებული „G&T Trader“ და „G&T TraderPro“ პლატფორმები გამოირჩევა პროდუქტის ფართო დიაპაზონით, როგორიცაა: აქციები, ობლიგაციები, ETF, CFD, FX, ფიუჩერსი და ოპციონები. 

„მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, წარგვედგინა განახლებული „G&T Trader”-ის ვებგვერდი, რომელიც მოსახერხებელია ყველა დონის გამოცდილების მქონე მომხმარებლისთვის.  განახლებული ვებგვერდით ჩვენს კლიენტებს  ვთავაზობთ წვდომას ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე პლატფორმებზე როგორიცაა: „G&T TraderPro“ და „G&T Trader“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ჰქონდეს წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე.  განახლებული ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს საშუალება ეძლევა მარტივად გახსნას საბროკერო ანგარიში და დაიწყოს ინვესტირება“, - განაცხადა ოთარ შარიქაძემ, „გალტ & თაგარტი“-ს მმართველმა დირექტორმა. 

„გალტ & თაგარტი“ საქართველოში უმსხვილესი და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი საბროკერო კომპანიაა, რომლის მეშვეობითაც კლიენტებს აქვთ წვდომა როგორც საერთაშორისო ბირჟებზე, ასევე რეგიონულ, ძნელად მისაწვდომ ბაზრებზე. კომპანია სარგებლობს უმაღლესი ხარისხის მომსახურების მიმწოდებლის რეპუტაციით, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვა კლასის აქტივების საბროკერო შეთავაზებებით მოიპოვა. 

„G&T Trader“ „გალტ & თაგარტი“-ს  ვებაპლიკაციაა, რომელიც ნებისმიერი ბრაუზერიდან არის ხელმისაწვდომი. მისი ჩამოტვირთვა შესაძლებელია მობილური აპლიკაციით, როგორც სმარტფონისთვის, ასევე ტაბლეტისთვის. როგორც  IOS-სზე, ასევე Android-ზე, რომელიც Apple App Store-სა და Google Play-ზეა ხელმისაწვდომი.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...