Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
|
„თეგეტა მოტორსმა“ კოვიდ-19-თან ერთობლივი ბრძოლისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს უსასყიდლოდ 100 000 ლარის ღირებულების საბურავები და საცხებ-საპოხ მასალები გადასცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „თეგეტა მოტორსმა“ ღონისძიება - „მადლობა მედიცინის სფეროში დასაქმებულებს“ - გამართა, რომელსაც გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე და კომპანია „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტი ესწრებოდნენ.
„თეგეტა მოტორსმა“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი ფრანგული ბრენდის, „მიშლენის“ საბურავებითა და ამერიკული ბრენდის, „ექსონმობილის“ საცხებ-საპოხი მასალებით უზრუნველყო. „მიშლენი“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი საბურავების მწარმოებელი პრემიუმ კლასის ბრენდია, რომელიც ტექნოლოგიური ინოვაციებით, სიახლეებით, ხარისხითა და საიმედოობით გამოირჩევა. Exxonmobil კი ინდუსტრიის ლიდერია ნავთობპროდუქტებისა და საცხებ-საპოხი მასალების წარმოების მიმართულებით. კომპანია მოიპოვებს ბუნებრივ გაზსა და ნავთობს 6 კონტინენტზე.
„კოვიდ-19-ის პრევენციული ღონისძიებების დაწყების დღიდან, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ბრძოლის პირველ ხაზზე იმყოფება. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია მსგავსი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით „თეგეტა მოტორსს“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის,“ - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწვდის. მიმდინარე წელს, კომპანია „თეგეტა მოტორსმა“ ცენტრს ასევე გადასცა უახლესი სპეცაღჭურვილობა ზამთრის კურორტზე გათვლილი ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილისთვის.
„თეგეტა მოტორსი“ პანდემიის დაწყების პირველი დღიდან აქტიურადაა ჩართული კოვიდ 19-თან ბრძოლაში. კომპანიამ პანდემიის პერიოდში პირველ საუნივერესიტეტო კლინიკას სამედიცინო ეკიპირება გადასცა. „თეგეტა მოტორსი“ საგანგებო მდგომარეობის დროს ლუგარის სახელობის ლაბორატორიის, რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის გადაყვანას უზრუნველყოფდა. კომპანიამ ასევე კოვიდ 19-თან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ შექმნილ ფონდში 200 000 ლარი ჩარიცხა.
15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...
· Tegeta Cars-სა და ლეგენდარულ იტალიურ ავტომწარმოებელს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპ...
ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს. www.tbc...
· luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია...
„შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...
თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს. „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...
თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები