2 1 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი და ოლიმპიური კომიტეტი პარტნიორობას 2025 წლის ჩათვლით გააგრძელებენ

 

10 სექტემბერი, 2020- საქართველოს ბანკსა და ოლიმპიურ, ასევე პარალიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობა გრძელდება. მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, პარტნიორობა კიდევ  5 წლით  გაგრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი კომიტეტებს 2025 წლის ჩათვლით დაგეგმილ ყველა ღონისძიებასა თუ აქტივობაში გაუწევს მხარდაჭერას. შესაბამის ხელშეკრულებას  ხელი უკვე მოეწერა. 

პარტნიორობის მთავარი მიზანი ქართველი სპორტსმენების ხელშეწყობა, მათი საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა და ქომაგობაა. ბანკისა და კომიტეტების ურთიერთანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქართველი სპორტსმენების ცნობადობის ამაღლებას, ოლიმპიური თამაშების შესახებ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას  და გავრცელებას, რადგან  თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის, მნიშვნელოვანია სწორედ საკუთარი ქვეყნისა და   მოსახლეობის მხარდაჭერა. 

 „მოხარული ვართ, რომ ჩვენს და ეროვნულ ოლიმპიურ  კომიტეტს შორის მრავალწლიანი, წარმატებული თანამშრომლობა გრძელდება. ჩვენთვის დიდი პატივია სწორედ იმ სპორტსმენების მხარდაჭერა, რომლებიც არ ჩერდებიან, დაუღალავად ემზადებიან და მოტივირებულები არიან, რათა საკუთარი ქვეყანა წარმოაჩინონ. თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მასშტაბით სპორტის პოპულარიზაციას და სპორტსმენებს სამომავლო განვითარების შესაძლებლობას მისცემს. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს იმ წვლილისთვის, რაც სპორტის განვითარებაში შეიტანეს და არაერთი ჯილდოსთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით მოიპოვეს.  ჩვენ გვეამაყება ჩვენი ოლიმპიელების გულშემატკივრობა“, - განაცხადა ანდრო რატიანმა საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...