2 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანიამ „360 სარეკლამო სივრცე“ თიბისის მხარდაჭერით მომსახურება გააფართოვა

ბრენდირებული პროდუქცია და სარეკლამო მასალები კორპორაციების იმიჯისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიის შერჩევა, რომელიც ამ დელიკატურ საქმეს მაღალი ხარისხითა და  სანდოობით შეასრულებს. ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე რამდენიმე სარეკლამო კომპანია გამოჩნდა, რომელიც ბიზნესს მრავალფეროვან მომსახურეობას სთავაზობს, რაც მთავარია დროულად და ხარისხიანად.

ასეთია „360 სარეკლამო სივრცე“, რომელიც უკვე მეორე წელია ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს. კომპანიამ თიბისის სტარტაპერის პროგრამის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერით  ისარგებლა და რამდენიმე დანადგარი შეიძინა, რომლებსაც სარეკლამო მასალების ბეჭდვისთვის იყენებენ.  

„360 სარეკლამო სივრცე“ მომხმარებელს 50 სახეობის ნივთის ბრენდირებას სთავაზობს, ასევე, ბანერების და სხვადასხვა სარეკლამო მასალის ბეჭდვას. მასალების იმპორტს ევროპის ქვეყნებიდან და ჩინეთიდან ახორციელებენ. ამჟამად კომპანიაში 6 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ წლის ბოლომდე თანამშრომელთა გაორმაგებას გეგმავენ.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ნდობა მოვიპოვოთ, დროულად და ხარისხიანად ჩავაბაროთ პროდუქცია. პანდემიის პერიოდში სამი თვით კომპანიის დახურვა მოგვიხდა, მაგრამ როგორც კი შეზღუდვები მოიხსნა, ჩვენც განვაახლეთ მუშაობა. განსაკუთრებით მადლიერი ვართ ჩვენი ერთგული მომხმარებლების, რომლებმაც ისევ გააგრძელეს ჩვენთან თანამშრომლობა,“ - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ლიკა მიქაბერიძე.

ამჟამად „360 სარეკლამო სივრცე“ 100-მდე კომპანიას უწევს სარეკლამო მომსახურებას და ამარაგებს ბრენდირებული პროდუქცით, მათ შორის, მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები და სადაზღვევო კომპანიებიც არიან.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...