2 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ვოლვომ ბათუმში პრემიუმ მოდელი XC90 წარადგინა

ვოლვომ ბათუმში ადგილობრივი და მოწვეული სტუმრებისთვის პრემიუმ მოდელი და ყველაზე დიდი ქროსოვერი XC90 წარადგინა. ვოლვო შვედური ბრენდია, რომელსაც საქართველოში „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ვოლვო XC90-თან ერთად ბრენდის სხვა მოდელებიც - S90 და S60-ი გამოეცადათ.

ვოლვო მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილად ითვლება. ის მთლიანად თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება. ავტომობილებს სპეციალური უსაფრთხოების დამხმარე სისტემა აქვს, რომელიც მძღოლს ეხმარება უფრო უსაფრთხოდ მართოს ავტომობილი. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ავტომობილი ავტომატურად იჭერს დისტანციას წინა ავტომობილთან და მძღოლის მოდუნების შემთხვევაში აზღვევს მას უბედური შემთხვევისაგან. ავტომობილებს პილოტ ასისტენტის ფუნქციაც აქვს, ისინი ავტომატურად მიჰყვებიან გზისგამყოფ თეთრ ხაზს და მძღოლის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

ვოლვოს ავტომობილებს, მისი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტიდან გამომდინარე, ალტერნატიული გასაღები მოჰყვება. რომლის მეშვეობით ავტომობილის მფლობელს სიჩქარის შეზღუდვა შეუძლია. თუ ავტომობილს არასრულწლოვანი ან დამწყები მძღოლი მართავს, მფლობელს შეუძლია ალტერნატიულ გასაღებზე მაქსიმალური სიჩქარე განსაზღვროს და მძღოლს მხოლოდ მითითებული სიჩქარის განვითარება შეეძლება და არა მეტის.

უსაფრთხოებასთან ერთად ვოლვო გარემოზე მზრუნველი ბრენდია. კომპანიის სამომავლო მიზანია, 2025 წლისთვის მილიონი ელექტრომობილი გამოუშვას და ავტონომიური მართვის სისტემით უზრუნველყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...