,,Zero, ნuლი, ჩალის ფასი აქვს ამ განცხადებებს"- კა...
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
|
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, 21 აგვისტოდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება, ზღვისპირა კურორტებზე კი კაფე-ბარების და კლუბების პერსონალს ინტენსიური ტესტირება ჩაუტარდება
მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და სოფელი ლენჯერისა, 21 აგვისტოდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
სხდომაზე აღინიშნა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე, ეფექტიანი და დროული ღონისძიებები განხორციელდა, მათ შორის ჩატარდა მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება, რის შედეგადაც შეიძლება ითქვას, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მიმდინარე კვლევების გათვალისწინებით, საკარანტინო შეზღუდვები დროებით ნარჩუნდება დაბა მესტიასა და ლენჯერში, თუმცა ეს საკითხი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გადაიხედება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით, რჩება ოთხი საყურადღებო წერტილი - მესტია, ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ჯამში 3509 ადამიანი გამოიკვლიეს, დამატებით ტესტირება ჩაუტარდა 1246 მოქალაქეს, რომელსაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. გამოკვლეული პირებიდან კორონავირუსი ჯამში 49 ადამიანს დაუდასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.
რაც შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, იქ დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა არ გაზრდილა.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ასევე განიხილეს საქართველოს კურორტებზე, განსაკუთრებით კი შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ვითარება. დამსვენებელთა საკმაოდ დიდი კონცენტრაციის გათვალისწინებით, მიღებულია პრევენციული ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება, კერძოდ, ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ფართოვდება მიზნობრივ ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა წრე. ტესტირება ჩაუტარდება ისეთი ობიექტების პერსონალს, სადაც განსაკუთრებით დიდია მობილობა, მაგალითად, კაფე-რესტორნებისა და კლუბების თანამშრომლებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამჟამინდელი მონაცემებით, 10 ადამიანის ინფიცირების წყარო უცნობია, შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.
საქართველოში შემომსვლელებთან დაკავშირებით, მათ შორის ევროპის იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც ჩვენს ქვეყანას ნაცვალგების პრინციპით აქვს გახსნილი საჰაერო საზღვრები, სტატისტიკური მონაცემები საბჭოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა წარუდგინა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან შესრულებული 14 რეისით, 22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდში საქართველოში 1 236 ადამიანი შემოვიდა, რაც ჯამური მგზავრთნაკადის 56 პროცენტს შეადგენს. მისი განმარტებით, შეინიშნება საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის ზრდის ტენდენცია, რაც მისასალმებელია. ამასთან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მგზავრებს აეროპორტში უტარდებათ ტესტირება, თუმცა ამ დრომდე ყველა პასუხი უარყოფითია.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1361 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1098 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 17 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 6 903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 278 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანა ლიურმანის კრიტიკულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „ამ ტიპის გან...
დედაქალაქის მერისთვის ევროპარლამენტარების შეფასებები მისაღები არ არის. როგორც კახა კალაძე განმარტავს მათი ქმედებები არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. „რისთვის ვიბრძოლეთ? იმისთვის, ...
"ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმო...
„მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში [პოლიციელებმა] და დღეს, როცა იქექებოდნენ, არ ვიცი, „მთავარ...
ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხა...
„ე.წ. სანქციები მხოლოდ თავად ამერიკის შეერთებულ შტატების რეპუტაციას აზიანებს ქართველი ხალხის თვალში. როდესაც უსამართლობას ვხედავთ, ამ უსამართლობაზე შესაძლოა მყისიერი რეაქცია არ გვქონდეს, მაგრამ ...
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოვების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს ემიჯნება. „ვფი...
კომენტარები