2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი - ახალი კონცეფცია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში

თიბისი კონცეპტი  ახალი კონცეფციაა პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, რომელიც მომხმარებელს აქ და ახლა შესაძლებლობას აძლევს, აირჩიოს მისთვის სასურველი მომსახურების ნაკრები.

თიბისი კონცეპტის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.  პერსონალური საბანკო მომსახურების  ახალი მოდელი დაზოგავს მომხმარებლის დროს მისთვის უფრო მნიშვნელოვანი  თემებისთვის - საქმისთვის, ჰობისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის.

„თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება უკვე მეორე ათწლეულია ლიდერია და  მუდმივად ვითარდება მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად. მსოფლიო ტენდენციები და ბოლო მოვლენები ნათლად აჩვენებს, როგორც ციფრული და დისტანციური არხების მნიშვნელობას, ისე ადამიანთან ურთიერთობის ღირებულებას. სწორედ ამიტომ, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება  უფრო მოქნილი, კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული და პერსონიფიცირებული რომ ყოფილიყო,  მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფორმატი შევიმუშავეთ და  მათ  ერთი-ერთი ყველაზე მოქნილი  -  ე.წ subscription, გამოწერის მოდელი შევთავაზეთ. ამ კონცეფციით, ადამიანებს არჩევანის საშუალებას ვაძლევთ - თავად გადაწყვიტონ, რა სჭირდებათ და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღონ პროდუქტებისა და სერვისების მათთვის სასურველი ნაკრები“, - ნატა ხურციძე, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი.

ამ ეტაპზე თიბისი კონცეპტი პრემიუმ და ციფრულ ნაკრებებს აერთიანებს. თუმცა, ტრანსფორმაცია საწყისი პროცესია. თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების გუნდი აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ მომხმარებლებს ისეთი სიახლეები შესთავაზოს,  რაც მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო გაამარტივებს.

თიბისი კონცეპტის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, მომხმარებელი პირად ბანკირს ან კონცეპტის ცენტრს (032 2 27 27 00)  უნდა დაუკავშირდეს .

მანამდე კი, გიზიარებთ  ვიდეოს თიბისი კონცეპტის შესახებ  -https://www.facebook.com/tbcconcept/posts/3469734803092059

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...