2 3 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთიკომმა მე-5 თაობის ტექნოლოგია სატესტო რეჟიმში გაუშვა

მაგთიკომმა მსოფლიოს უახლესი, მე-5 თაობის ტექნოლოგიის ტესტირება დაიწყო.  მაგთიკომი ამ მიმართულებით თანამშრომლობს მსოფლიოს სამ წამყვან სატელეკომუნიკაციო  აპარატურის მწარმოებელ კომპანიასთან. უახლოეს პერიოდში ასევე სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მე-4 მწარმოებელი კომპანიისგან ელოდება აპარატურას. მაგთიკომი პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ტექნოლოგიის სიღრმისეულ შესწავლას და სპეციალისტების მომზადებას. 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაგთიკომი მე-5 თაობის ქსელის კომერციულ გაშვებას  ამ ეტაპზე არ გეგმავს. მე-5 თაობის ტექნოლოგია, ძირითადად, უნდა მოერგოს ინდუსტრიულ დარგებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მთავარი მომხმარებლები უნდა გახდნენ, რაც უახლოესი სამი წლის განმავლობაში ნაკლებ სავარაუდოა. ამავდროულად, სანამ მობილური ბაზრის საცალო სეგმენტზე ინტერნეტის საშუალო მოხმარება თითოეულ აბონენტზე თვეში  15-20 გიგაბაიტს არ გადააჭარბებს, არ არის გამართლებული მე-5 თაობის ქსელის კომერციული გაშვება. 

მაგთიკომის ქსელში ხორციელდება მე-5 თაობის სადგურების ტესტირება, სადაც ტექნოლოგიური სიჩქარეები, რომელიც ასახავს ფიჭის გამტარუნარიანობას,   20-25 გიგაბიტ წამამდე მერყეობს. 

მაგთიკომის საქართველოს დასახლებული და კონტროლირებადი ტერიტორიის 98%-ს ფარავს ხარისხიანი, საიმედო ქსელით, რომელიც მობილური ქსელის განვითარების ყველა საფეხურს (2G, 2.5G, 3G, 3.5G, 4G, 4.5G) მოიცავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...