2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი აშენდა

12 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას რეგიონებშიც  განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით,  ბანკთან თანამშრომლობით შპს გურიელმა  გურიაში, სოფელ დვაბზუში წისქვილი ააშენა. წისქვილი თვეში 10 ტონამდე მარცვლეულს ამუშავებს და შემდგომ რეალიზაციას უწევს გადამუშავებულ პროდუქციას. კომპანია აქამდეც ახდენდა ფქვილის რეალიზაციას, თუმცა მას არ ჰქონდა საკუთარი წისქვილი და სხვა წისქვილების მომსახურებით სარგებლობდა. ბიზნესის განვითარების მიზნით შპს გურიელმა ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო, რაშიც ბანკმა სრული მხარდაჭერა გაუწია. ინვესტიციის მოცულობამ 45 000 ლარს მიაღწია. ამ ეტაპზე საწარმოში დასაქმებულია  5 ადამიანი. 

„საქართველოს ბანკი პასუხისმგებლობით ეკიდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკი მუდმივად მზად არის წაახალისოს განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიები. სწორედ ასეთია შპს გურიელი, რომელიც არ ჩერდება და ცდილობს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები შექმნას. ბანკისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბიზნესის რეგიონებში წახალისება და ამ მიზნით ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული. ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით ბიზნესების წახალისებას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.    

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...