2 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა

10 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას და მისთვის კიდევ უფრო მეტად  მოქნილი ბიზნეს ინსტრუმენტების შეთავაზებას განაგრძობს. საქართველოს ბანკმა ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ფაქტორინგი ახალ ეტაპზე აიყვანა და ის მომხმარებელს  ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა. 

ფაქტორინგი ვაჭრობის ფინანსირების ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი პროდუქტია, რომელიც საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2008 წელს, პირველმა დანერგა.  ფაქტორინგი არის ინვოისის საფუძველზე დაფინანსების სერვისი. რაც ყველაზე მთავარია, ის არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას. ამასთან, დაფინანსების მიღების პროცესი მნიშვნელოვნად  გამარტივებულია. 

ფაქტორინგი ძირითადად გამოიყენება ისეთ ბიზნეს საქმიანობაში, როგორიცაა: წარმოება; საბითუმო ვაჭრობა / დისტრიბუცია; მშენებლობა; ჯანდაცვა/ფარმაცევტული კომპანიები; ტრანსპორტირება.

ფაქტორინგით  სარგებლობა შესაძლებელია:

·         სამუშაო კაპიტალის გასაზრდელად;

·         ხელფასების გადასახდელად;

·         ფულადი ნაკადების გასაზრდელად;

·         მარაგების შესავსებად;

·         ბიზნესის გაფართოებისთვის;

·         ახალი ბიზნესის მიმართულების შესაქმნელად. 

მიუხედავად ძირითადი ბიზნეს სექტორებისა, თუ ბიზნესი რეგულარულად ახდენს პროდუქციის მიწოდებას ან მომსახურების სერვისს, მაშინ მას შეუძლია გამოიყენოს ეს პროდუქტი ბიზნესის განსავითარებლად. 

საქართველოს ბანკის მიერ ფაქტორინგის პროცესის გაციფრულება ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ოპერაციები განახორციელოს ციფრულ ეკოსისტემაში, თვალი ადევნოს მთელს ბიზნესპროცესს და ჰქონდეს მუდმივად განახლებული ინფორმაცია. 

აღნიშნული სიახლით ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ თითქმის ყველა პროცედურა ციფრულად შეასრულონ. ასევე, თუ ბიზნესი დაინტერესებულია ამ სერვისით, ბანკთან შეთანხმების შემდეგ, მას პირდაპირ ბიზნესინტერნეტ ბანკში გაუაქტიურდება ფაქტორინგული სერვისი და პროცესების მართვას   ციფრულად განახორციელებს. 

საქართველოს ბანკის მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული ფაქტორინგი ახალ ციფრულ ეკოსისტემაში დაფინანსების მიღების შესაძლებლობას პროდუქციის მიწოდების ან  მომსახურების გაწევისთანავე იძლევა. 

ფაქტორინგის უპირატესობა სხვა ტრადიციულ საკრედიტო პროდუქტებთან შედარებით (როგორიც არის საკრედიტო ხაზი, სესხი და სხვ.) არის ის, რომ ბიზნესს  უფრო მეტი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს და თანაც არ საჭიროებს უზრუნველყოფას, მთელი პროცესი კი  გაციფრულებული და გამარტივებულია. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://bankofgeorgia.ge/ka/about/news/details/5f2d664364991e3c92e0308d?utm_campaign=Factoring&utm_medium=Press-release&utm_source=News

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...