2 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავზე მერაბ კოსტავას მუზეუმის ეზოში დღეს თაობათა ეროვნული თანხმობის აქტი გაფორმდა

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის ინიციატივით, აგვისტოს ომის მეთორმეტე წლისთავთან დაკავშირებით მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცები, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს შეიკრიბნენ და თაობათა ეროვნული თანხმობის აქტს მოაწერეს ხელი.

როგორც შეკრების ორგანიზატორმა, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის წარმომადგენელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის მთავარი საფრთხე ბოლო ორი ასწლეულის მანძილზე არის რუსეთის მტრული პოლიტიკა.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცები, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები და ჩვენ, ახალი თაობა, უნდა გავერთიანდეთ რუსული აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. განგრძობითი ოკუპაციის პირობებში საქართველოსთვის მთავარ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ პრობლემას სწორედ ოკუპაცია წარმოადგენს, სხვანაირად შეუძლებელი იქნება დემოკრატიული, თავისუფალი, ერთიანი საქართველოს მშენებლობა.“- განაცხადა ფავლენიშვილმა.

შეკრებას ესწრებოდნენ აფხაზეთისა და აგვისტოს ომის ჯარისკაცები და სარდლები, გენერლები მამუკა ყურაშვილი და ზაზა გოგავა. გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ მადლობა გადაუხადა "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ს თაობათა გაერთიანებისთვის და განაცხადა, რომ  მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ეზო, სადაც რამდენიმე თაობა დღეს შეიკრიბა, ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.

„ეს ადგილი იყო ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანი. მოხარული ვარ, რომ აქ შეკრებილია ახალი თაობა. ჩვენ გვაქვს დეოკუპაციის ორი მთავარი მოტივაცია. პირველი, გვყავს მომავალი თაობა, რომელიც თავისუფლებისა და სუვერენიტეტის იდეით ცხოვრობს და მეორე, ჯარისკაცების ხსოვნა, რომელთა დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და დაფასდება, როცა საქართველო სრულ თავისუფლებას მიაღწევს. საქართველოს გაცილებით უფრო მეტი ჯარისკაცი ყავს, თითოეული მოქალაქის სახით, ვიდრე მხოლოდ სამხედროები.“- განაცხადა ზაზა გოგავამ.

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...