2 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად საქართველოს ბანკი ახალ შეთავაზებაზე აცხადებს

3 აგვისტო, 2020- საქართველოს ბანკი როგორც ბიზნესისთვის საიმედო პარტნიორი, ინოვაციური პროდუქტებისა და შეთავაზებების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბიზნესებს საქმიანობის გამარტივების მიზნით ახალ ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე-  cashbox-ზე ჩარიცხულ თანხაზე cashback-ი შესთავაზა. ეს იმას ნიშნავს რომ  თუკი ბიზნესი  ნავაჭრ თანხას საკუთარი  კომპანიის ანგარიშზე cashbox-ის მეშვეობით  შეიტანს,  მას აქციის ფარგლებში, შეტანილი თანხის 0.1% Cashback-ის სახით  საჩუქრად, ისევ კომპანიის ანგარიშზე  დაუბრუნდება.  Cashback-ის გარდა აპარატით ჩარიცხვას მთელი რიგი უპირატესობები აქვს:

 

· თანხის მიმღები ინოვაციური აპარატი, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიტანოს კომპანიის ანგარიშზე თანხა; 

·  მომხმარებელს აღარ უწევს  კუპიურების აპარატში სათითაოდ მოთავსება, მას შეუძლია საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა ერთად განათავსოს აპარატში;

·  ბიზნესისთვის მეტი კომფრტის შექმნის მიზნით არ არსებობს აპარატში განსათავსებელი თანხის ლიმიტი. მომხმარებელი მისთვის სასურველი ოდენობის თანხას შეუფერხებლად შეიტანს ანგარიშზე;

·  თანხის ასახვა ხდება მომენტალურად.

·  თანხის შეტანა სრულიად უფასოა. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბიზნესბარათი, რომლის შეკვეთა დისტანციურად, ინტერნეტბანკით არის შესაძლებელი. 

ბიზნესისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის სასურველია, მომხმარებელმა ისარგებლოს  იმ Cashbox-ით, რომელიც დგას მისთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელ ადგილას,  ობიექტთან ან ოფისთან  ახლოს.  აქცია  პირველი ტრანზაქციიდან 3 თვის მანძილზე გრძელდება. 

„საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის გვერდში დგომა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამისათვის შევქმენით თანხის მიმღები აპარატების CashBox-ების ქსელი. აპარატის საშუალებით ნავაჭრი თანხა მომენტალურად აისახება კომპანიის ანგარიშზე, მომხმარებელი cashbox-ით სარგებლობას დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მისთვის მოსახერხებელ ადგილას შეძლებს. ბიზნესების წახალისების მიზნით მომხმარებელს ვთავაზობთ  cashback-ის  აქციას, რაც შეტანილი თანხის ნაწილის ბიზნეს ანგარიშზე საჩუქრად მიღებას გულისხმობს. ჩვენ არ ვჩერდებით და ახალი ინოვაციებით ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას. გვჯერა, რომ cashbox-ი ის ინსტრუმენტია, რომელიც საგრძნობლად გაამარტივებს ბიზნესის მართვას,“- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 

Cashbox-ისა და მისი განთავსების ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის  ეწვიოთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/business-services/cashbox

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...