2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთის მხარდაჭერით Startup World Cup-ის რეგიონალურ ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს

“აჭარაბეთისთვის”, ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი მიმართულებაა და კოპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ახორციელებს ინვესტიციას აღნიშნული დარგის განვითარებისთვის საქართველოში.

კომპანია “აჭარაბეთის“ მხარდაჭერით  Startup Connect-ი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად,  საქართველოში პირველად უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური სტარტაპ შეჯიბრის - “Startup World Cup”-ის რეგიონალურ ღონისძიებას - „Black Sea and Beyond Regional Competition”.

Startup World Cup მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შეჯიბრია სტარტაპებისთვის, რომლის საპრიზო ფონდი ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს (1.000.000$) შეადგენს. ფინალისთვის შესარჩევი შეჯიბრი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. საქართველო შავი ზღვის გარშემო 10-მდე ქვეყანას გააერთიანებს და რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც ფინალურ ტურზე კალიფორნიაში გაემგზავრება, მთავარი პრიზის მოსაპოვებლად.

სტარტაპ შეჯიბრის გარდა, ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოუსმინოს არაერთ წარმატებულ საერთაშორისო სპიკერს და გაიზიაროს მათი გამოცდილება, დაესწროს ვირტუალურ გამოფენას და მიიღოს უნიკალური ნეთვორქინგის შესაძლებლობა მსოფლიოს წამყვან ინვესტორებთან.

მონაწილების მისაღებად, სტარტაპებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია არაუგვიანეს 24 ივლისისა, მითითებულ ბმულზე: https://www.startupworldcup.io/georgia

 

დეტალური ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://www.startupworldcup.io/georgia-regional

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...