2 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თერმოქრომული ეტიკეტი - მორიგი ინოვაცია „ნატახტარისგან“

ეტიკეტი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს დარწმუნდნენ, რომ მათი ლუდი ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად საკმარისად ცივია

ლუდის გემოს აღქმისთვის მისი ტემპერატურა ძალიან მნიშვნელოვანია. ამბობენ, რომ ლუდისთვის იდეალური ტემპერატურა 4-6 გრადუსია. მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, გავიგოთ როდის მიაღწია ლუდის ტემპერატურამ სასურველ დონეს. ამიტომ, ამ ზაფხულს „ნატახტარის“ ეტიკეტზე თერმოქრომული ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ თერმომეტრის ნიშანს აღმოაჩენთ. 

თერმომეტრი სიცივეზე მგრძნობიარეა და მისი დახმარებით მომხმარებელი მარტივად მიხვდება, როდის არის ლუდი იდეალურად ჩაცივებული. როცა თერმომეტრი ლურჯ ფერს იღებს, ეს ნიშნავს, რომ ლუდი იდეალურად ცივია, ანუ 4-6 გრადუსს აღწევს. 

სწორედ ასე გამოიყურება ჩაცივებამდე და ჩაცივების შემდეგ

ქართული ლუდის ბაზრზე „ნატახტარი“ პირველია, რომელიც თერმოქრომულ ეტიკეტს იყენებს.

„ჩვენ ვუსმენთ მომხმარებელს გულისყურით, რათა გავიგოთ რა სჭირდება მას. ეს არის ჩვენი მიდგომა. არა მხოლოდ ვუსმენთ, არამედ წინასწარგანვჭრეტთ იმ საჭიროებებს, რაც მას გააჩნია. ამ ზაფხულს ჩვენს მომხმარებლებს გაგრილება და ჩაცივებული ლუდი სჭირდებათ. ჩვენ კი დავეხმარეთ ლუდის მოყვარულებს, „ნატახტარი“ სწორ ტემპერატურაზე მოიხმარონ და მისი გემო სრულყოფილად შეიგრძნონ. ამასთან, ეს დამატებითი ფუნქცია უფრო სახალისოს ხდის ლუდის დალევის რიტუალს.

წელს ყველასთვის რთული წელია და ვფიქრობ, ბრენდებმა უფრო მეტი დრო უნდა დაუთმონ იმაზე ფიქრს, თუ რას არგებენ ისინი მომხმარებელს. დღესდღეობით, ტექნოლოგია და ინოვაცია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო მეტად არის ინტეგრირებული ყველა სექტორში, და რატომ არ უნდა ყოფილიყო ლუდში? ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას ჩვენი მომხმარებლების ზრუნვისთვის, რაც ჩვენი კომპანიის კულტურის ნაწილია. ელოდეთ სიახლეებს! - აღნიშნავს „ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი ანა ქარჩავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...