2 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ხელშეწყობით ახვლედიანის ქუჩაზე სასტუმრო Ibis Budget Concert Hall გაიხსნება

17 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად ბანკის ჩართულობით საქართველოში საერთაშორისო ბიუჯეტური ბრენდი Ibis Budget შემოდის, რომელიც საქართველოში პირველი 2 ვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება. ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით 23 ქვეყანაში,  63, 783 ნომრით, 636 სასტუმროს აერთიანებს. სასტუმრო Ibis Budget Concert Hall ახვლედიანის ქუჩაზე აშენდება. 5 სართულიანი შენობა 4 700 მ2 -ზე განთავსდება. სასტუმრო 158 ნომრიანი იქნება და მას საკუთარი კეთილმოწყობილი ეზო, საფეხმავლო ბილიკები და დასასვენებელი ადგილი ექნება. Ibis Budget Concert Hall-ის გახსნის შემდეგ სასტუმროში მინიმუმ 50 ადამიანი იქნება დასაქმებული.  პროექტის  ჯამური ბიუჯეტი - 7.7 მილიონი აშშ დოლარია, რომლის დიდი ნაწილი საქართველოს ბანკის,  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებულია. 

„საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის ხელშეწყობის მიზნით სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და Beta Group-ის თანამშრომლობის შედეგად 2021 წელს საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი შემოდის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ხელი შევუწყოთ საქართველოში საერთაშორისო და თანაც ბიუჯეტური სასტუმროების ქსელის  შემოსვლას. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას, ამასთან შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და წაახალისებს პანდემიის შემდგომი პერიოდის ეკონომიკას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...