2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“ პროგრამის მხარდამჭერი გახდა

თიბისი საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის „სასტუმროს ოთახების მართვის“  პროგრამის მხარდამჭერი გახდა. მხარდაჭერის ფარგლებში, 30 პროფესიონალი - მათ შორის თიბისის პარტნიორი 10 სასტუმროს წარმომადგენელი გადამზადების 18 კვირიან პროგრამას გაივლის და სასტუმროების ოთახების მართვის მიმართულებით კვალიფიკაციას აიმაღლებს. 

აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია მსოფლიოში ერთერთი წამყვანი შვეიცარიული მასპინძლობის სკოლის - SHL-ის მიერ. ეს პროგრამა ხორციელდება დარგის წამყვანი კომპანიების, გაეროს მსოფლიოს ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო პარტნიროების მხარდაჭერით. 

პროგრამის კურსდამთავრებულები საქართველოსა და შვეიცარიული მასპინძლობის სკოლა SHL-ის მიერ აღიარებულ საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებენ. 

საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის თანამშრომლობით დაარსდა.

ქვეყანაში ტურიზმის დაფინანსებისა და მხარდაჭერის მიმართულებით, თიბისი ლიდერი ბანკია. არსებულ რთულ პერიოდში თიბისი პარტნიორებს ტურიზმის სფეროდან, მათზე მაქსიმალურად მორგებული და მოქნილი პირობებით ეთანამშრომლება. გარდა ამისა, თიბისი კაპიტალი რეგულარულად აწვდის მათ განახლებებს ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, რაც მათ სწორ დაგეგმარებაში ეხმარებათ.

„ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია, სწორედ ამიტომ, ის თიბისისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. არსებული გამოწვევებისა და სირთულეების პერიოდში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სფეროში კვალიფიციური, მაღალი დონის კადრების არსებობა იმისთვის, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო მეტი ტურისტისთვის იყოს სასურველი მიმართულება და ქართულმა სასტუმროებმა ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ სტუმრებს. სწორედ ამიტომ საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის პროგრამის მხარდაჭერა ვფიქრობთ რომ ინდუსტრიისთივის არის ძალიან დროული და რელევანტური “, - ლევან შავკაციშივილი, თიბისი ბანკის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. 

აღნიშნული პროექტი თიბისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება და ტურიზმის სფეროში პროფესიონალიზმის ამაღლებას ემსახურება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...