2 3 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ღვინის საწარმოებს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

აქ.ახლა, აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების  საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს.

კერძოდ, პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“  გაუმჯობესებული პირობებით, ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ, საწარმოს გადაიარაღებისთვის, ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე, საბრუნავი საშუალებებისთვის ყურძნის შესაძენად ისარგებლონ 20 000 ლარიდან - 15 000 000 ლარამდე სესხით. პროექტის  განახლებული პირობები ითვალისწინებს აღნიშნული სექტორის 48 თვემდე ვადით, სესხზე დარიცხული წლიური პროცენტის 11% -მდე თანადაფინანსებას და მას  ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო უზრუნველყოფს.

სიახლეა ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების მიმართულებითაც. აღნიშნულ სფეროში ჩართულ საწარმოებს  წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით ჩაის ნედლეულის შესაძენად. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთწლიანი კულტურების, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, მრავალწლოვანი ბაღების დაფინანსებას.

პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ასევე, გაუმჯობესებული პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/agro-credit-better-conditions

„შეღავათიანი აგროკრედიტი“  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანი ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფაა,  რაც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

თიბისი უკვე 7 წელია პროექტის პარტნიორია და  მის ფარგლებში 11 000-ზე მეტი ფერმერი და გადამამუშავებელი საწარმო დააფინანსა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...