2 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს

14 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ პარტნიორობა დაიწყეს. თანამშრომლობა მეთხილეობის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობის ან მოსავლის აღებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებას განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ. აგროსესხი მეთხილეებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ  დაფინანსების მიღების მარტივი პროცედურით, ასევე, მიიღონ საკრედიტო ლიმიტის გაზრდილი მოცულობა. 

აქვე, მნიშვნელოვანია, რომ იმისათვის რომ ფერმერმა ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით, საჭიროა:

• ის გაწევრიანებული იყოს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში;

• ხელმძღვანელობდეს ასოციაციის მიერ წინასწარ შედგენილი აგრო ტენოლოგიური რუკის გამოყენებით;

•იზიარებდეს ასოციაციის მიერ რეკომენდირებულ შხამქიმიკატების, დოზირების და პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს;

 

„საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მეთხილეობის  ხელშეწყობის მიზნით  თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარნიორობა დაიწყო. თანამშრომლობა ფერმერებს აგროსესხის მიღებისას მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. რაც გულისხმობს  დაფინანსების მიღების მარტივ პროცედურასა და გაზრდილ საკრედიტო ლიმიტს.  ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ფერმერებს კიდევ უფრო განავითარონ და სწორად მართონ  საკუთარი ბიზნესი. ბანკისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი შეთავაზება  მათ  საჭირო ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს:

https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/agroloan?fbclid=IwAR2G7K8YUQcKU49uKv4OV-uFV2Nx-0Fyg9j8We27XyYp_X3ZHGvZWmXEUEc

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...