2 3 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმში მულტიფუნქციური კომპლექსი Alliance Centropolis-ი აშენდება

13 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი ეკონომიკურად გამართული, მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ბათუმში საერთაშორისო ბრენდის ქვეშ 5 ვარსკვლავიანი, 180 ნომრიანი  სასტუმრო და 4,500 აპარტამენტი აშენდება. კომპლექსში განთავსებული იქნება A კლასის ბიზნეს ცენტრი. პროექტის ფარგლებში, პირველად საქართველოში მსოფლიო სავაჭრო ცენტრი (მსოფლიოში საგამოფენო და საკონფერენციო ცენტრების უდიდესი ქსელი) შემოდის. Alliance Centropolis-ში ასევე განთავსებული იქნება ქალაქის უდიდესი კაზინო. მთლიანად კომპლექსი 18,815 კვ.მ-ს მიწის ფართობზე იქნება განთავსებული. აქედან 37,088 კვ.მ-ს სავაჭრო ცენტრი დაიკავებს. 23,775 კვ.მ-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი აშენდება, რომლის პრეცენდენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა. 8,486 კვ.მ-ს ბიზნეს ცენტრი დაიკავებს. კომპლექსს 40,997 კვ.მ-ზე განთავსებული 940 ადგილიანი ავტოსადგომი ექნება. 

მასშტაბური პროექტი  სამი თაუერის აშენებას ითვალისწინებს. აქედან A  და C  ბლოკი 45 სართულიანი, B ბლოკი კი 50 სართულიანი იქნება. პროექტის მშენებლობა 2024 წელს  დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება  დაახლოებით 380 მილიონი დოლარია. 

„საქართველოს ბანკი მასშტაბური პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ფინანსური ჩართულობით ბათუმს ასეთი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიო დონის, განსაკუთრებული არქიტექტურისა და კონცეფციის მქონე კომპლექსი შეემატება. კომპლექსი ფინანსურადაც საკმაოდ მასშტაბურია და რაც მნიშვნელოვანია, ამ პროექტით საქართველოში შემოდის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ქსელი და საერთაშორისო ბრენდის 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც საქართველოში ჯერ არ არის წარმოდგენილი. პროექტი, საერთაშორისო ბრენდების შემოსვლის გარდა, მნიშვნელოვანია იმითიც, რომ ის ხელს შეუწყობს  დასაქმებას, შექმნის რა ახალ სამუშაო ადგილებს, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე ოპერირების დაწყების შემდეგ. გვჯერა, რომ ეს კომპლექსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს არამარტო ბათუმის, როგორც ტურისტული ლოკაციის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარების პროცესში“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. 

ინფორმაციისთვის, ახალი პროექტის, Alliance Centropolis-ის გარდა კომპანიას უკვე დასრულებული აქვს ბათუმში, 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი „ალიანს პალასი“. მიმდინარე პროექტია ბათუმში, 54-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსი “ალიანს ფრივილიჯი”.  კომპანია ბათუმის გარდა მრავალფუნქციური კომპლექსს "ალიანს ჰაილაინს" თბილისშიც აშენებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...