2 3 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მთავრობა ბაღების საკითხით არ ინტერესდება - უმუშევარად დარჩენილი მშობლებისა და პედაგოგების რიცხვი იზრდება - ანა ნაცვლიშვილი

 

 

 

“ლელო საქართველოსთვის” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ქუთაისში ბაღის პედაგოგებს და აღსაზრდელების მაობლებს შეხვდა. მისი თქმით, ბაღების გახსნის საკითხზე მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა იმსჯელოს. 

 

“შევხვდი კერძო საბავშვო ბაღების პედაგოგებს და აღსაზრდელთა მშობლებს, ვითარება კრიტიკულია. 

მაშინ, როცა არაერთი ობიექტი გაიხსნა და ახალი წესების დაცვით ფუნქციონირებს, ამ დრომდე ბაღებს არ მიუღიათ არანაირი ოფიციალური პასუხი სახელმწიფოს მხრიდან - როდის და რა ფორმით შეძლებენ, განაგრძონ ფუნქციონირება. არაერთმა ბაღმა მიმართა სახელმწიფოს განცხადებით, რომ სათანადოდ აღჭურვილები არიან და ითხოვენ შემოწმებას, რათა გახსნის ნებართვა მიიღონ. მაგრამ პასუხად მხოლოდ უყურადღებობა და დუმილია,”_ განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

 

“ლელოს” ლიდერის თქმით,  ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ ბაღი ერთი რიგითი ობიექტია და  ამ საკითხის გადაწყვეტაზე ზრუნვა პრიორიტეტი არ არის. 

 

“აღსაზრდელების მშობლებთან და პედაგოგებთან ერთი გასაუბრებაც საკმარისია იმისათვის, რომ დავინახოთ პრობლემათა მთელი წყება:

- ბავშვები ამოვარდნენ გრაფიკიდან, მათი სწავლა-აღზრდის პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერებულია,  ვერ ახერხებენ სოციალიზაციას თანატოლებთან, ბევრ მათგანს დაერღვა ფიზიკურ აქტივობის რეჟიმი, რაც ემოციურადაც მოქმედებს მათზე. შეცვლილი ვითარება არის რეალური სტრესი ბავშვებისთვის, მეტად მწვავეა იმ ბავშვების მდგომარეობა, ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ.

- არანაკლებ რთულ ვითარებაში არიან მშობლები, რომლებიც ვეღარ ახერხებენ, ბავშვების მოვლას შეუთავსონ სამსახურის გრაფიკი, რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ამის გამო დაკარგა შემოსავლის ერთადერთი წყარო,”-აცხადებს ნაცვლიშვილი. 

 

მისი თმით, გაურკვეველია ბაღებში დასაქმებული ადამიანების ბედიც, მათგან მხოლოდ ნაწილმა მიიღო ერთჯერადი დახმარება. გასაგებია, რომ ვირუსი არსად წასულა, თუმცა გაცხადებულად გადავედით იმ ეტაპზე, როდესაც ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. ამ პროცესში რატომღაც მივიწყებულია ჩვენი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი: ბავშვები და მათი განვითარების ინტერესი. 

 

“პარლამენტი უნდა იყოს ის ადგილი, სადაც განათლების და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  მოხდება  ამ საკითხების სწრაფი განხილვა და სწორი გამოსავლის მოძებნა, მაგრამ პარლამენტს ისევ ხელები აქვს დაბანილი და ამისთვის არ სცალია, რეპრესიული კანონები აქვს დაჩქარებული წესით განსახილველი. 

თუ არსებობს რისკები, რომელთა დაძლევა ახალი წესებით შეუძლებელია, ბაღებს გაეცეთ დასაბუთებული პასუხი; სხვა შემთხვევაში - ვირუსის რისკები გააკონტროლონ დადგენილი წესების შესრულებაზე მკაცრი მონიტორინგით,  მისცენ ბაღებს წესების დაცვით მუშაობის უფლება, ხოლო მშობლებს საშუალება,  იმუშავონ შვილების უზრუნველსაყოფად,- აღნიშნა “ლელოს” ლიდერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...