2 3 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, ვისოლი უნიქარდის მფლობელებს საწვავზე 20 თეთრიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად. ამას გარდა, საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ვისოლი და უნიქარდი მოგზაურობას უფრო ხელმისაწვომს გახდიან და მომხმარებლებს, რომლებიც 15 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით 150 ლარის ღირებულების საწვავის მოხმარებას მოასწრებენ, სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებენ საქართველოს ულამაზეს კუთხეებში მდებარე სასტუმროებში. უფრო მეტიც, ვისოლის თვითმომსახურების სადგურზე, რომელიც მარშალ გელოვანზე, პოლიციის სამმართველოსთან მდებარეობს მომხმარებლებს უნიქარდზე გასამმაგებული ქულები და კიდევ უფრო მეტი ფასდაკლება ელით თითოეულ ლიტრ საწვავზე.

“„ვისოლის“ და „უნიქარდის“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილე მნიშვნელოვანი თარიღია. უპირველეს ყოვლისა მადლობა გვინდა გადავუხადოთ “უნიქარდს”, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელმაც ჩვენთან ერთად გაიზიარა ბაზრის განვითარების დინამიკა თუ მომხმარებლის ქცევის ცვლილება და მუდმივი სიახლეების და დამატებითი სარგებლის შეთავაზებით შეინარჩუნა ბარათის აქტუალობა და მისი ერთგული მომხმარებელი. ამ დროის განმავლობაში ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა 15 მილიონი ბონუს ქულა დააგროვა“ვისოლში” და 800 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო დაგროვებული ბონუს ქულების სანაცვლოდ საჩუქრები, მათ შორის ვისოლის საწვავი.  საიუბილეოდ, ვეცადეთ მომხმარებლებისათვისაც მადლობა გადაგვეხადა ერთგულებისთვის და შეგვეთავაზებინა მიმზიდველი აქციები, რაც მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომს გახდის მათ მოგზაურობას “ვისოლთან” და “უნიქარდთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით.“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. 

შესახსენებთ, რომ უკვე თითქმის ორი წელია „ვისოლი“ უნიქარდის მფლობელებს ბონუს ქულების დაგროვებასთან ერთად საწვავზე მუდმივ 10 თეთრიან, ხოლო შაბათ-კვირას 15 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობს. შესაბამისად, „ვისოლისა“ და „უნიქარდის“ ერთგულ მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს საშუალება მნიშვნელოვანი დანაზოგი მიიღოს „ვისოლის“ ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელში არსებულ ყველა ტიპის ბენზინსა და დიზელზე და პარალელურად დააგროვოს ბონუს ქულები საჩუქრების მისაღებად. „ვისოლი“ ნავთობსექტორში „უნიქარდის“ ექსკლუზიური პარტნიორია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...