პოლიტიკა
ნიკა გვარამია გამოკითხვაზე დაიბარეს
2020-07-10 15:58:45
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს. ინფორმაცია ამის შესახებ ნიკა გვარამიამ "ფეისბუქით" გაავრცელა - კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დამიბარა - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
გვარამია გამოკითხვაზე დღეს 5 საათზეა დაბარებული, თუმცა როგორც "მთავარი არხის" ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი ამბობს, პოლიციაში არ მივლენ და გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვენ.
კომენტარები