2 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ქვაყანაში შრომის ინსპექციას აღსრულების მექანიზმი არ გააჩნია - გრიგოლ გეგელია

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშის დაზარალების ფაქტს ეხმაურება. გეგელიას თქმით, ქვეყანაში შრომის ინსპექციას აღსრულების ადეკვატური მექანიზმი არ გააჩნია. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი მოუწოდებს, რომ ჯეროვნად გამოიძიოს მომხდარი ინციდენტი. „რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მუშას ბარძაყის არეში გავარვარებული არმატურა მოხვდა, რის შედეგადაც მან ძლიერი დამწვრობა მიიღო. 2011 წლიდან დღემდე შრომის დროს 400-ზე მეტი დასაქმებული დაიღუპა, 1100-ზე მეტი კი დაშავდა. ამის მიუხედავად, შრომის ინსპექციას ჯერ კიდევ არ გააჩნია აღსრულების ადეკვატური მექანიზმები. შედეგად, რუსთავის არაერთ საწარმოში, მუშებს დღემდე უწევთ გაუსაძლის და დაუცველ პირობებში შრომა. რუსთაველი მუშები, რომელთა მხრებზეც დგას არსებული წარმოება, დღეს დოვლათს საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ქმნიან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საჯარო ჯანდაცვის ნორმებს,“-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. პარტიის ლიდერის განცხადებით, "ლელო საქართველოსთვის", ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე ასორმოცდაათ დღეში, გაატარებს შრომის ფუნდამენტურ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს, ქვეყანაში შრომა ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაცული და ღირსეული. ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ თვალს საქმის განვითარებას!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...