2 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრემში ღვინის რესტორანი გაიხსნება

8 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერას განაგრძობს, რომლის ფარგლებშიც გრემში ღვინის ღია რესტორანი გაიხსნება. რესტორანში განთავსდება შოურუმი, ულამაზესი ვერანდა, რომლიც 120 ადამიანზე იქნება გათვლილი. ღვინის რესტორანი მომხმარებელს ქართულ ტრადიციულ კერძებს შესთავაზებს. რესტორანში წარმოდგენილი იქნება მაღალი ხარისხის ღვინოები. როგორიცაა: საფერავი, მუკუზანი, ქინძმარაული, ხვანჭკარა, 3 სახეობის ალაზნის ველი (წითელი, თეთრი და ვარდისფერი), ასევე სამი სახეობის  ფიროსმანი (თეთრი, წითელი, ვარდისფერი) 

გახსნის შემდეგ ღვინის რესტორანი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეძლებს. პროექტის ფარგლებში 20 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 100 000 ევროა.  კომპანია რესტორნის გახსნას სექტემბერში გეგმავს. 

„მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკი  ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში რეგიონებში პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და შპს „გრემის“ პარტნიორობით ღვინის ახალი რესტორანი გაიხსნება. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გამო ღვინის სექტორმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა და ვფიქრობთ ახლა კიდევ უფრო მეტად საჭიროა  გვერდით დავუდგეთ ღვინის ბიზნესს და მას შემდგომი განვითარების შესაძლებლობა მივცეთ. აუცილებელია არ გავჩერდეთ და ერთად ვიზრუნოთ რომ სექტორი მომგებიანობის ძველ მაჩვენებლს დაუბრუნდეს“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...