0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კონგრესის მოთხოვნებს „ქართული ოცნება“ ვერ შეასრულებს - მმართველი გუნდი ბრალდებას არ აღიარებს

ამერიკის კონგრესის მოთხოვნას, საქართველოს შეუჩერდეს დახმარების 15%, სანამ არ შემცირდება კორუფცია და არ იქნება დაცული უცხოური ინვესტიციები, „ლელო საქართველოთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის რეპუტაცია შეარყია, რაც ამერიკის კონგრესის მოთხოვნაშიც ხაზგასმით ჩანს. „სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნის რეპუტაცია ისე შეარყია, რომ ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა, ვეღარ მივიღოთ აშშ-სგან იმ ოდენობის დახმარება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენ ქვეყანას. თუკი დღევანდელი ხელისუფლება გააგრძელებს იმ სტილში საქმიანობას, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ახორციელებს, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ამერიკა ხედავს, რომ საქართველოში ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევა, კორუფციის საშიში მასშტაბებით გაზრდა, კერძო ინვესტიციების ხელყოფა და უცხოელი ინვესტორების ქვეყნიდან გაძევება. ამის ნათელი მაგალითი კი ანაკლიის პორტია. ხელისუფლების მხრიდან ამის აღიარების მოლოდინი კი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. „ლელოს“ ლიდერის თქმით, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატა საქართველოს მთავრობისგან ხაზგასმით მოითხოვს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას, კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ შესაბამისუ ქმედებების გატარებას, კანონისა და ბიზნესის შევიწროებისგან დაცვას, რომლის მართვას და განხორციელებას მხოლოდ პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მხრიდან უნდა ველოდოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...