0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს ვივიმ ვენახები გააშენა

 

7 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი მეღვინეობის მხარდასაჭერად ბიზნესის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და შპს ვივის თანამშრომლობით კახეთში, გურჯაანში, თელავსა და ალავერდში 85 ჰექტარზე ვენახი გაშენდა. მათ შორის ისეთი ჯიშები როგორიცაა:  ქისი, კახური მწვანე, საფერავი. კომპანია პროექტის ფარგლებში მომავალ წელს უკვე ელოდება 5-8 ტონამდე მოსავალს. პროექტში ბანკის თანამონაწილეობა 4,6 მლნ ლარს შეადგენს.  კომპანია საერთო ჯამში 125 ჰექტარ ვენახს ფლობს. აღსანიშნავია, რომ შპს ვივი მომავალ წელს ქარხნის მშენებლობასაც გეგმავს. კომპანია კახეთის რეგიონში დასაქმებას უწყობს ხელს. სეზონურ სამუშაოებზე შპს ვივი დაახლოებით 150 ადამიანს  ასაქმებს. 

„მოხარული ვართ რომ შპს ვივისთან თანამშრომლობით მათ ვენახებს დამატებით 85 ჰექტარი  შეემატა. ეს მათ მისცემს წარმოების გაზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას. ჩვენ მუდმივად მზად ვართ წავახალისოთ ისეთი ინიციატივები, რომელიც მიმართულია ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური დოვლათის შექმნისკენ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას და საკუთარ თავს იმ საქმეში, რაც ღვინის სექტორის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს“,-  განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

R

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...