0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ ვენახები გააშენა

 

3 ივლისი, 2020- საქართველოს ბანკი მეღვინეობის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით  კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ რაჭაში, გორსა და  კახეთში ვენახები გააშენა. პროექტი 2019 წელს დაიწყო და  2021 წლის გაზაფხულისთვის დაახლოებით 880 ჰექტარზე ვენახის გაშენებას ითვალისწინებს. 

პროექტის ჯამური  ღირებულება  დაახლოებით 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.   პროექტის ფარგლებში უკვე  დასაქმებულია 3000 ადამიანი, რაც საკმაოდ მაღალი ციფრია. პროექტის  პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ იგეგმება  მეორე ეტაპის  დაწყება, რომელიც  2022 წლის ბოლომდე დამატებით 1000 ჰექტარზე ვენახის გაშენებას ითვალისწინებს. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის კომპანიის წარმოებას და მას განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს. 

„ძლიერი კერძო სექტორი, ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა. გვიხარია, რომ ჩვენს დიდი ხნის პარტნიორთან KTW ჯგუფთან ასეთი მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაკავშირებს. ჩვენ  15–მდე ერთობლივი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური მოცულობა 60 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულო და საამაყოა, რომ თანამონაწილეები ვართ კიდევ ერთი პერსპექტიული პროექტისა. გვჯერა, რომ ეს წამოწყება, ისევე როგორც KTW ჯგუფის ყველა პროექტი, წარმატებული იქნება და საკუთარ წვლილს შეიტანს ღვინის ინდუსტრიის განვითარებაში“- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...