0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – „სოკარის“ მხარდაჭერით პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა

29 ივნისს, პატარა ლილოს მთაზე „ახალგაზრდული მედია კავშირის“  ორგანიზებითა და კომპანიების „სოკარი“ და „ევროპაბეთი“ მხარდაჭერით, პარაპლანით ფრენის ღონისძიება გაიმართა. დიდი ხნის ოცნება 20-ზე მეტმა ადამიანმა აიხდინა, მათ შორის იყვნენ სამშვიდობო მისიებსა და სხვადასხვა საომარ მოქმედებაში დაჭრილ–დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები, ვეტერანები და შშმ პირები. სპეციალური საჭიროებების მქონე მონაწილეებმა, მაგალითად, უსინათლოებმა, ან პირებმა, რომელთაც აქვთ ზურგის ტვინის დაზიანება, ან ორმაგი ამპუტაცია, მათთვის სპეციალურად დამზადებული კონსტრუქციის, ეტლის საშუალებით იფრინეს. 

პარაპლანით ფრენა შშმ პირთათვის პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 2012 წლიდან ხორციელდება. უკვე მესამე წელია, კომპანია „სოკარი“ „ევროპაბეთთან“ ერთად ამ პროექტის მხარდამჭერია და პარაპლანით ფრენის გარდა, „ახალგაზრდულ მედია კავშირს“ შშმ პირთათვის სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში ეხმარება. 

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას. პროექტის მიზანია კონვენციის იმპლემენტაციის აღსრულების ხელშეწყობა საქართველოს მასშტაბით და შშმ პირთა საზოგადოებაში თანაბარ–უფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრება.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...