0 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აქ. ახლა თიბისიმ ქართული რაგბის მხარდაჭერა 2024 წლამდე გაახანგრძლივა

თიბისისა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა 4 წლით, 2024 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. კრიზისული პერიოდის მიუხედავად თიბისის და საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობა გრძელდება და  თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალურ სპონსორად რჩება. 

თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი წარმატებით აგრძელებს გუნდურ სპორტში ლიდერი სახეობის - რაგბის - მხარდაჭერას. ჩვენ უკვე გვაქვს 4 წლიანი მეგობრობის ისტორია და გვინდა, რომ ის კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდეს. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების გაძლიერება  და მთლიანად რაგბის, როგორც სპორტის სახეობის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციაა,“ - ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე. 

"გრძელდება საქართველოს რაგბის კავშირის პოლიტიკა რაგბიში ბიზნესის აქტიური ჩართვის მიმართულებით. თიბისი ბანკთან განვლილმა ოთხწლიანმა ურთიერთობამ, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური დახმარების კუთხით იყო საინტერესო, არამედ სარაგბო ღირებულებების, ფასეულობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, ნათლად დაგვანახა აღებული კურსის სისწორეგანსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში თიბისი ბანკი ჩვენს გვერდით იყო და რჩება როგორც ერთგული მეგობარი და თანამოაზრეგვიხარია, რომ ერთად ვქმნით ისტორიას,“ - გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი.

თიბისის და საქართველოს რაგბის კავშირს შორის აქტიური თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო. ამ წლების განმავლობაში ბორჯღალოსნებმა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი და ტურნირი გამართეს. 4 წლის განმავლობაში თიბისის მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი მარკეტინგული აქტივობების დახმარებით  რაგბი იქცა ქვეყნის წამყვან სპორტულ სახეობად, საგრძნობლად გაიზარდა მისი გულშემატკივრების რაოდენობა, რასაც როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში გამართულ თამაშებზე სავსე სტადიონები და გულშემატკივრების აქტიური ჩართულობა მოწმობს. მნიშვნელოვანია, რომ  ეს ინტერესი ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება. 

თანამშრომლობის ახალი ეტაპზე  არაერთი საინტერესო პროექტი იგეგმება, რომელიც რაგბის კიდევ უფრო მასშტაბურ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...