0 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რე|ბანკი მომხმარებელს განახლებულ ტოპ|ქარდს სთავაზობს

რე|ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს შესთავაზა სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი, განვადების შოპინგ ბარათი - ტოპ|ქარდი. ტოპ|ქარდი რეალურად 0%-იანი განვადების ბარათია - თუ მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების შემოთავაზებულ ვადებსა და პირობებს დაიცავს, მისი შენაძენის ღირებულება ყოველგვარი დანამატის გარეშე, თანაბრად გადანაწილდება პარტნიორი სავაჭრო ობიექტის მიერ განსაზღვრულ თვეებზე.

ბარათზე განვადების ლიმიტი 250-დან 5000 ლარამდეა. წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის გამოყენება შეუზღუდავადაა შესაძლებელი და მომხმარებელს ყოველ ახალ შენაძენზე ახალი განვადების დამტკიცება არ უწევს.

თუ აქამდე ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში იყო შესაძლებელი, ახლა მომხმარებელს შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და საერთაშორისო ონლაინ მაღაზიებში. ამასთან, მომხმარებელს ეძლევა საშუალება 45-დღემდე უპროცენტო პერიოდით გაანაღდოს მის ტოპ|ქარდზე დაშვებული ლიმიტი.

„ტოპ|ქარდი ერთადერთი ბარათია საქართველოში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც უპროცენტო განვადების, ისე საკრედიტო ბარათის სახით. ამასთანავე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ სხვადასხვა შეთავაზებით, რომელსაც რე|ბანკი პერიოდულად სთავაზობს ტოპ|ქარდის არსებულ და ახალ მომხმარებლებს. “ - ანანო ქორქია, რე|ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ 1 ივლისამდე ძალაშია რე|ბანკის მიერ დაშვებული საშეღავათო პერიოდი, რომლის ფარგლებშიც, ტოპ|ქარდით ნებისმიერ ადგილზე გადახდილი თანხის დაფარვას მომხმარებელი 1 ივლისიდან დაიწყებს და ხარჯი მომდევნო 6 თვეზე საკომისიოს გარეშე გადანაწილდება.

ტოპ|ქარდს გაცემის და მომსახურების საკომისიო არ აქვს, ის შოპინგის მოყვარულებისთვის არის შექმნილი. ტოპ|ქარდით მომხმარებელი ანაწილებს შესყიდვების ხარჯებს და ყოველთვიურად მეტი თანხა რჩება სხვა მიზნებისთვისაც.

რე|ბანკის პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებ გვერდზე და სატელეფონო მომსახურების ცენტრში:

rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...