0 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ბიზნესისთვის და აწარმოე საქართველოში ერთობლივი შეთავაზება ბიზნესებს

აქ.ახლა, „თიბისი ბიზნესისთვის“ და „აწარმოე საქართველოში”, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობისთვის,  დაკრედიტების ახალ პროექტს იწყებენ. 

პროექტი ბიზნესესხით სარგებლობისას  უზრუნველყოფის კომპონენტში სახელმწიფოს მხრიდან 90%-მდე თანამონაწილეობას გულისხმობს.  სესხის მინიმალური მოცულობა - 50,000 ლარია, მაქსიმალური კი -  5,000,000 ლარი. ინიციატივის მიზანს ბიზნესსესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს მათთვის, ვისაც საკმარისი  უზრუნველყოფის შესაძლებლობა არ აქვს. 

პროექტით სარგებლობა იმ ბიზნესებს შეუძლიათ, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს, ხოლო  ჯამური სასესხო დავალიანება  -  12 მლნ ლარს. 

ინიციატივა ბიზნესებისთვის რესტრუქტურიზაციის მოქნილ სისტემასაც მოიცავს. კერძოდ, მათ, ვისაც  COVID-19-ის  ზეგავლენის გამო პრობლემები შეექმნათ, შესაძლებლობა აქვთ, საკრედიტო გარანტიის 30%-მდე უზრუნველყოფითაც ისარგებლონ. 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის  ცხელი ხაზის  - 2 27 27 27 საშუალებით.

R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...