0 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის მე-5 კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართა

16 ივნისი, 2020- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია, Welcome to Georgia ონლაინ პლატფორმა Zoom-ის დახმარებით ჩატარდა. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების გამო კონფერენციის თემატიკა თავიდან ბოლომდე მიეძღვნა კოვიდ-19-ის გავლენას აღნიშნულ ინდუსტრიაზე. პანდემიამ ფორმატის ცვლილებაც გამოიწვია და კონფერენცია, რომელიც წარსულში 400-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობდა, წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. 

ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-5 კონფერენცია საქართველოს ბანკის თანაორგანიზებით ტარდება და ორი პანელისგან შედგება, სადაც სამთავრობო, თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები ინდუსტრიაზე კორონავირუსის გავლენასთან დაკავშირებულ სხადასხვა თემას წარადგენენ. კონფერენციაში მონაწილეობენ შემდეგი ორგანიზაციის/სტრუქტურების წარმომადგენლები: თბილისის მერია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აწარმოე საქართველოში, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, ბიდიო, საქართველოს ბანკი, Hotel Contract Georgia.

სტუმრებს სიტყვით მიმართეს ეკონომიკის სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. ონლაინ კონფერენცია B2B შეხვედრებით დასრულდა, სადაც მონაწილეებს  მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა მიეცათ. 

“ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 2015 წლიდან ტარდება საქართველოში. მან წარმატებით დაიმკვიდრა თავი როგორც სანდო, უნიკალურმა ფლატფორმამ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული ტურიზმის და მასპინძლობის სფეროს განვითარებაში და რომლის ნომინანტთა და გამარჯვებულთა რაოდენობა  წლიდან წლამდე იზრდება.  ახლა, ახალი რეალობიდან გამომდინარე ტურიზმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებასა და წახალისებაში“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

ინფორმაციისთვის, Welcome to Georgia! არის ტურიზმისა და მასპინძლობის დაჯილდოების ცერემონია, რომელიც  საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. პროექტის მიზანია წაახალისოს ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრია, ხელი შეუწყოს ამ სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდას და უკეთ წარმოაჩინოს საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.  საქართველოს ბანკი უკვე რამდენიმე წელია პროექტის თანაორგანიზატორია და ინდუსტრიას აქტიურად უჭერს მხარს.

R

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:38

    Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება...

      15 ოქტომბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო ROOMS-ის საკონფერენციო სივრცეში სტარტს აიღებს Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვი...

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...